მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის აუდიტორიას ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, ასევე, თავის მოვლასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს.
მარიამის დედა ქართველია, მამა - აფრიკელი. მშობლებმა ერთმანეთი საფრანგეთში გაიცნეს და 2 წლის მარიამი საქართველოში ჩამოიყვანეს. მოგვიანებით მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მარიამი კი დედასთან ერთად თბილისში დარჩა.
მარიამ სანოგოს მშობლები
"ჩემმა მშობლებმა საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს ერთმანეთი და შეუყვარდათ, ერთად ცხოვრობდნენ. შემდეგ დავიბადე მე. როდესაც ორი წლის გავხდი, ჩამომიყვანეს თბილისში. თავიდან მშობლები ერთად ჩამოვიდნენ, შემდეგ მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მე და დედა კი აქ დავრჩით. მამა აფრიკიდან არის, ბურკინაფასოდან, მუსლიმანია, მაგრამ მე მართლმადიდებელი ვარ. საქართველოში რომ ჩამომიყვანეს, მაშინვე მომნათლეს. მთელი სანათესაო იყო ჩემს აღზრდაში ჩართული. დავდიოდი ბაღში. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ყველა მიცნობს. მეზობლები და ნათესავები ჩემზე გადაყოლილები იყვნენ. მხიარულ გარემოში ვიზრდებოდი. დედა პატარაობაშივე მიყვებოდა მის შესახებ, სად გაიცნო, როგორ დაიწყეს ურთიერთობა და ა.შ. მამა დედას ურეკავდა, ინტერესდებოდა ჩემი სწავლით, საქმიანობით, მოკლედ, ინფორმაციას ჩემ შესახებ დედასგან იღებდა. მე კი ფრანგული კარგად არ ვიცოდი და ვერ ვესაუბრებოდი. ისე, დედა სულ მეუბნებოდა, რომ დავლაპარაკებოდი... რეალურად მამასთან ურთიერთობა ამდენი ხნის შემდეგ ჩემი შეყვარებულის ძალისხმევით დავიწყე - ჩემმა შეყვარებულმა მამაჩემი სოციალურ ქსელში მოძებნა და დამეხმარა, რომ მასთან ურთიერთობა დამეწყო" - ამბობდა მარიამი.
მარიამმა ცოტა ხნის წინ გადაცემაში "შუადღე" აღმზრდელი ბებიის შესახებ ისაუბრა:
„ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ვიცი, ბებიისგან ვისწავლე. ბრაზიანი ნამდვილად არ არის. ერთხელაც იყო, მისი მეგობარი შეგვხვდა მე და ჩემს მეგობრებს, გვიანი იყო, დაახლოებით, 9 საათი. დაურეკა ბებოს და მაშინ ძალიან გაბრაზდა. ბებიაჩემთან გატარებული ყველა ზაფხული დაუვიწყარია. როცა პატარა ვიყავი, ბებო შაქრიან კარაქის ბურთულებს მაჭმევდა და მჯეროდა, რომ რაფაელო იყო“, - ამბობდა მარიამი.
„მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება შენი გაჩენით, მომევლინა დიდი ბედნიერება, მეორე სუნთქვა გამეხსნა. ახალგაზრდა აღარ ვიყავი და საიდან მომივიდა ამდენი ენერგია და უნარი, არ ვიცი. ასეთი პოზიტივის მოტანა რომ შეუძლია ადამიანს, ბედნიერებაა. ერთ მარტოხელა დედას უბედურება დაემართა, აპარატზე ჰყავდა შვილი შეერთებული და ძვირი ჯდებოდა ყველა დღე. მაშინ მარიამმა მოითხოვა წითელი ჯვრისგან დახმარება საკუთარი ინიციატივით. მაშინ დიდი ადამიანობა გამოავლინა. მარიამმა მიიღო სიგელი, მე კი მივიღე მადლობის წერილი. ყოველთვის იყავი გამორჩეული, ვამაყობ იმ დღიდან, როცა პირველად გნახე", - ამბობდა მარიამის ბებია.