თაკო ჩორგოლაშვილის ემოციური ინტერვიუ: "რო­გო­რი სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლია დედაშვი­ლო­ბა, სულ რომ თავს ზე­მოთ ძალა არ არის, იმა­საც კი გა­კე­თე­ბი­ნებს" - Marao

თაკო ჩორგოლაშვილის ემოციური ინტერვიუ: "რო­გო­რი სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლია დედაშვი­ლო­ბა, სულ რომ თავს ზე­მოთ ძალა არ არის, იმა­საც კი გა­კე­თე­ბი­ნებს"

2024-07-24 14:24:02+04:00

თაკო ჩორგოლაშვილი ყველაზე ლამაზ ქართველ ტელეწამყვანებს შორისაა. ის ბევრმა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო. პროექტში თაკოს ერთი ნაბიჯი დააკლდა გამარჯვებამდე, მეორე ადგილზე გავიდა.

თაკო ჩორგოლაშვილი 

"ზო­გა­დად, ღია ეთერ­ში მუ­შა­ო­ბა ად­ვი­ლი არ არის, ზოგ­ჯერ იპა­რე­ბა ლაფსუ­სე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ერთი სი­უ­ჟე­ტი უფრო კარ­გი გა­მო­გი­ვი­დეს, ვიდ­რე მე­ო­რე, რაც სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორს უკავ­შირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩემ­თვის რთუ­ლი და სა­სა­ცი­ლო იყო ის პე­რი­ო­დი, როცა "იმედ­ში" მი­ვე­დი. ისე მოვ­ხვდი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, არა­ფე­რი ვი­ცო­დი, კას­ტინგზე ორი სი­ტყვა ვთქვი და და­მი­რე­კეს, ეთერ­ში შე­დი­ხა­რო, მა­შინ, როცა კა­მე­რა თვა­ლით არ მქონ­და ნა­ნა­ხი. თა­ვი­დან ეთერ­ში ისეთ რა­ღა­ცებს ვამ­ბობ­დი, ოპე­რა­ტო­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა შოკ­ში ვარ­დე­ბო­და. კა­მე­რა რომ ირ­თვე­ბო­და, ვი­ზუ­ალ­ზე, კა­ბა­ზე უფრო მეტს ვფიქ­რობ­დი, ვიდ­რე სათ­ქმელ­ზე. მერე კი მივ­ხვდი, რომ მთა­ვა­რია, იფიქ­რო სათ­ქმელ­ზე და შემ­დეგ - გა­რეგ­ნო­ბა­ზე, თან კა­მე­რა­საც შე­ვეჩ­ვიე, ყუ­რა­დღე­ბაც მო­ვიკ­რი­ბე და გა­მოც­დი­ლე­ბაც და­მიგ­როვ­და.

  • ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წამყვანის სტატუსი, მტკივნეული განქორწინება და დედობა - თაკო ჩორგოლაშვილის ცხოვრება და კარიერა 

იუ­რი­დი­ულ­ზე რომ ჩა­ვა­ბა­რე, მე­ო­თხე კურ­სი­დან მე­ო­რე­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ ვფიქ­რობ­დი დაბ­რუ­ნე­ბას, რომ პი­ა­რის შეს­წავ­ლა გა­დავ­წყვი­ტე, სულ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყა­ვი. მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ეს არის საქ­მე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს" - ამბობდა თაკო. 

თაკო ჩორგოლაშვილის მეუღლე

თაკოს ყოფილი მეუღლე კა­ლათ­ბურ­თე­ლი რეზი დი­დია იყო. საკალათბურთო კლუბ "აკადემიის" აღზრდილია, საქართველოში მოასპარეზე ქართველ კალათბურთელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი მოთამაშეა. 2005 წელს რეზო დიდია გახდა ევროპის ჩემპიონი "ბ" დივიზიონში 20-წლამდელებს შორის.

ახალგაზრდული ასაკიდანვე იწვევდნენ სუპერლიგის გუნდები. 7-გზის საქართველოს ჩემპიონია. არაერთხელ არის დასახელებული ტურის საუკეთესოდ. საქართველოს თასი ორჯერ მოიგო. დუდუ დადიანის ტურნირი - სამჯერ, ოლიმპიური ჩემპიონების, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელოძის თასი - ორჯერ. მოიგო პრესტიჟული ტურნირი 3X3 კალათბურთში.

  • "ჩვენი ქიმია იმდენად იგრძნობა, რომ ყველას აინტერესებს - ერთად ვართ თუ არა..." - თაკო ჩორგოლაშვილისა და ზურა გორგაძის ვარსკვლავური დუეტი 

2002 წელს გახდა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულის მფლობელი. 

2014 წლიდან პარალელურად დაიწყო სამწვრთნელო კარიერა საკალათბურთო აკადემიის კლუბში. მის მიერ მომზადებული ახალგაზრდები ხშირად იკავებდნენ საპრიზო ადგილებს და ხვდებოდნენ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში. რეზო 2-ჯერ - 2016 და 2017 წლებში, დასახელებულია საუკეთესო მწვრთნელად.

დაშორების ინიციატივა თაკოს ეკუთვნოდა:"ჩვე­ნი და­შო­რე­ბა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, თუმ­ცა მგო­ნია, რომ ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვე­დი და ამი­ტომ გუ­ლის­ტკი­ვილი დღეს აღარ მაქვს. ალ­ბათ ასე იყო სა­ჭი­რო და ტყუ­ი­ლად არა­სო­დეს არა­ფე­რი ხდე­ბა", - ამბობდა თაკო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თაკო ჩორგოლაშვილი დედაზე

"რუს­თა­ვი 2“- ის რუბ­რი­კა­ში "ყვე­ლა­ფე­რი დე­და­ჩე­მის შე­სა­ხებ“ თაკომ დედისა და ბავშვობის შესახებ ისაუბრა: 

"მახ­სოვს, დი­ლას მი­დი­ო­და სამ­სა­ხურ­ში, სა­ღა­მოს ბრუნ­დე­ბო­და, შემ­დეგ ისევ მი­დი­ო­და სხვა სამ­სა­ხურ­ში და ღა­მეს ათე­ნებ­და. შინ გამ­თე­ნი­ი­სას ბრუნ­დე­ბო­და და სახ­ლის პი­რო­ბებ­ში სა­კონ­დიტ­რო ნა­წარმს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქო­ნო­და.

  • TOP 10 გამორჩეული გოგო - ქართული ტელევიზიის უმშვენიერესი სახეები 

არა­სო­დეს მახ­სენ­დე­ბა დღე, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი დედა მო­წყე­ნი­ლი, დაღ­ლი­ლი ან უხა­სი­ა­თოდ მე­ნა­ხოს. ამი­ტომ ვარ ხოლ­მე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მი­სით, რომ რო­გო­რი სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლია დედაშვი­ლო­ბა, სულ რომ თავს ზე­მოთ ძალა არ არის, იმა­საც კი გა­კე­თე­ბი­ნებს.

გან­ცდა მაქვს ხოლ­მე, რომ მე ისე­თი შვი­ლი ვარ, რო­გო­რიც მას უნდა. დე­და­ზე რომ ვლა­პა­რა­კობ, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ამო­ხეთ­ქავს ხოლ­მე. ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს რთუ­ლი ეტა­პე­ბი. მის ცხოვ­რე­ბა­ში ეს მა­შინ დად­გა, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა მარ­ტოს, ჩემ­თან ერ­თად, 25 წლის ასაკ­ში უნდა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა, რომ რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურ­ში ემუ­შა­ვა, რომ მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო; ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი დავ­მდგა­რი­ყა­ვი. ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბო­და.

ჩემი შვი­ლის აღ­ზრდა­ში ორი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ვთა­მა­შობთ. სულ ვამ­ბობ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, ყვე­ლა ის ამა­გი რაც ჩემ­თვის გა­წე­უ­ლი აქვს, უან­გა­როდ, შე­უ­ში­ნებ­ლად და სა­მა­გა­ლი­თოდ რა­საც შევ­ძლებ, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვუბ­რუ­ნებ.

დე­დას რაც ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად აბედ­ნი­ე­რებს, ჩემი ნიაა. ის სა­ა­თე­ბი, რაც პა­ტა­რა თა­კოს­თან და­კარ­გა, მას­თან მი­მარ­თე­ბით ინა­ზღა­უ­რებს. სულ რა­ღა­ცას აკე­თე­ბენ, სულ ერ­თო­ბი­ან, სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე არი­ან. ღმერ­თმა ქნას, ისე­თი დე­დო­ბა გა­ვუ­წიო ჩემს შვილს, რო­გო­რიც დე­და­ჩე­მია. მგო­ნია, რომ ან­გე­ლო­ზი დამ­ყვე­ბა", - ამბობდა თაკო.