ნატუკა გულისაშვილის ცხოვრების ამბები: "ვამაყობ, რომ ადამიანებს ვუყვარვარ; ვამაყობ, რომ კარგი შვილი მყავს და აქამდე ეს ცხოვრება სწორად მოვიყვანე" - Marao

ნატუკა გულისაშვილის ცხოვრების ამბები: "ვამაყობ, რომ ადამიანებს ვუყვარვარ; ვამაყობ, რომ კარგი შვილი მყავს და აქამდე ეს ცხოვრება სწორად მოვიყვანე"

2024-07-26 15:50:31+04:00

"ამ ბოლო დროს ვისწავლე, 40%-ით გულს დავუჯერო, დანარჩენი 60% გონებას მივანდო"

"ვამაყობ, რომ ადამიანებს ვუყვარვარ; ვამაყობ, რომ კარგი შვილი მყავს და აქამდე ეს ცხოვრება სწორად მოვიყვანე", - ამბობს მსახიობი ნატუკა გულისაშვილი. რა დროს შეიძლება გამოვიდეს წონასწორობიდან, კარგავს თუ არა ამ შემთხვევაში კონტროლს საკუთარ თავზე, რის გამო იტირა ბოლოს, რა აკვირვებს ყველაზე მეტად ამ სამყაროში და რა ვერ გაბედა დღემდე?" - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

 

- დაბადების თარიღი...

 - ...1971 წლის 5 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ვეტერინარი. ცხოველები ძალიან მიყვარდა და დღესაც მიყვარს, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს ურთულესი პროფესია იქნებოდა და ვერ შევძლებდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...სულ მხიარულიაო.

  • მარი ნაკანის ამბავი იმაზე, რომ არასდროს უნდა დანებდე: “მაშინ „ჯეო-ბარში“ ვმონაწილეობდი და ჩანაფიქრი მქონდა, რომ ჩემს პირველ ქმარს ტელევიზორში დავენახე და შემრიგებოდა” 

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრ ადამიანს არ ვენდობოდი. ეს გამოცდილებაა, რომელიც დრომ მასწავლა.

- ძალიან მტკივნეული შემთხვევებიც გქონდათ?

- რა თქმა უნდა, ასეთებიც იყო.

- ასეთ დროს როგორ იქცევით?

- იმ ადამიანთან ურთიერთობას ვკეტავ, აღარ ვურთიერთობ, ის ჩემთვის აღარ არსებობს.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ალბათ შვილის გაჩენა იყო.

  • "55 წლის ასაკში ცხოვრება ფანტასტიკურია, უფრო ლამაზადაც ვგრძნობ თავს და ბედნიერადაც" - რა დაეხმარა მაია ბარათაშვილს ცხოვრების გადაფასებაში 

- პროფესიულ წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ფილმს "მიდიოდა მატარებელი", ამ ფილმის რეჟისორს და ჩემს პარტნიორებს, რომლებთან ერთადაც ვიმუშავე.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ყოველ დილით ვიღვიძებ და ვიგებ საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნის ამბავს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ღიმილი და თვალები.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მოვეფერო ჩემი ოჯახის ოთხფეხა მეგობრებს, ჩემს 2 უსაყვარლეს ძაღლს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მომავლის იმედი სულ მაქვს, ოპტიმისტი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...უარის თქმა მიჭირს, არადა, ზოგიერთ შემთხვევაში მაინც ძალიან საჭიროა. არის სიტუაციები, როდესაც ადამიანები ჩემგან "არას" ვერთქმას ცუდად იყენებენ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ცხოვრება და დღეს ამით უკვე ბედნიერი ვარ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...საქმე ტყუილს და ღალატს არ ეხება. ამ ორი რამის პატიება ძალიან მიჭირს.

  • ცნობილი მშობლები და ბედნიერი ქორწინება - ნინო დარასელის ცხოვრება და კარიერა 

- იმ შემთხვევაშიც, თუ სინანული გულწრფელია?

- შეიძლება ვაპატიო, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია და ზუსტად თქმა მიჭირს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მჯერა, ზუსტად ისე იქნება, როგორც მე მინდა.

- ვიბნევი...

- ...როდესაც კომპლიმენტებს მეუბნებიან.

- კომპლიმენტის მოსმენა არ გსიამოვნებთ?

- როგორ არა, სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ ვიბნევი და აღარ ვიცი, მადლიერება როგორ გამოვხატო.

- ვნანობ...

- ...ფუჭად დაკარგულ დროს.

- ბევრი დრო დაკარგეთ?

- დაახლოებით 5-7 წელი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...20 კილოგრამით ნაკლები.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ადამიანს, რომელიც თვალებში მიყურებს და მატყუებს; ძალიან უზრდელ ადამიანებსაც გამოვყავარ წონასწორობიდან.

- ასეთ შემთხვევებში, საკუთარ თავზე კონტროლი დაგიკარგავთ?

- არასდროს, სამჯერ ჩავისუნთქავ, ამოვისუნთქავ და ვატარებ. საკუთარ თავს და ქცევებს ყოველთვის ვმართავ.

- მეზარება...

- ...როცა რამეს ვალდებულებების გამო და არა საკუთარი ნებით აკეთებ.

- სიყვარული, ეს...

- ...არის ღმერთი.

წაიკითხეთ სრულად