ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე მამა გახდა - ნახეთ, რა დაარქვეს ახალშობილს: პირველი კადრები შვილთან ერთად და ოჯახური ბედნიერება - Marao

ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე მამა გახდა - ნახეთ, რა დაარქვეს ახალშობილს: პირველი კადრები შვილთან ერთად და ოჯახური ბედნიერება

2024-07-28 17:03:35+04:00

 ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ატლანტა იუნაიტედისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, სალი კერატიშვილს პირველი შვილი, გოგონა, ალესია შეეძინათ. ფოტო სოციალურ ქსელში Geo Team-მა გააზიარა. 

საბა ლობჟანიძე 

გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ნაკ­რე­ბის წევ­რის, საბა ლობ­ჟა­ნი­ძის ცრემ­ლებ­მა გულ­გრი­ლი არ და­ტო­ვა. ფეხ­ბურ­თე­ლი ბოლო მო­მენ­ტში გაშ­ვე­ბულ სა­გო­ლე შანსს გა­ნიც­დი­და. სა­ბას­თან და­სამ­შვი­დებ­ლად ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ვილი სა­ნი­ო­ლიც მი­ვი­და. 

ლობ­ჟა­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რია. 29 წლის ნა­ხე­ვარმცვე­ლი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. საბა ათი წლი­დან "ნორ­ჩიდი­ნა­მო­ე­ლი" იყო და მისი საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რაც თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" და­ი­წყო.

2017 წლის ივ­ნის­ში ლობ­ჟა­ნი­ძემ და­ნი­ურ "რან­დერსთან“ სამ­წლი­ან კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა ხელი. 2018 წლის აპ­რილ­ში, ექვს თა­მაშ­ში ლობ­ჯა­ნი­ძემ ექ­ვსჯერ გა­ი­ტა­ნა "რან­დერ­სის­თვის", მათ შო­რის, ჰეთ-თრი­კი "სონ­დე­რის­კეს­თან", რა­მაც მას თვის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შის წო­დე­ბა მო­უ­ტა­ნა ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის. ის ასე­ვე, ორ­ჯერ და­სა­ხელ­და და­ნი­ის სუ­პერ­ლი­გის კვი­რის გუნდში.

 

2020 წლის 30 იან­ვარს ლობ­ჟა­ნი­ძემ კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა თურ­ქულ კლუბ MKE Ankaragücü-სთან, 2021 წლის ივ­ნის­ში კი ხელი მო­ა­წე­რა სამ­წლი­ან კონ­ტრაქტს "ჰა­ტა­ის­პორ­თან", მას შემ­დეგ, რაც "ან­კა­რა­გი­უ­ჯი­უ­ში" სუ­პერლი­გი­დან დაქ­ვე­ით­და.

თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შემ­დეგ და 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში "ჰა­ტა­ის­პო­რის" ლი­გი­დან გაყ­ვა­ნის შემ­დეგ ლობ­ჟა­ნი­ძე "ფა­ტიჰ კა­რა­გუმ­რუკს­ში" იჯა­რით სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე გა­და­ვი­და.

2023 წლის აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში კი ამე­რი­კა­ში, MLS-ის კლუბ "ატ­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტედ­ში" სამ­წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტით გა­და­ვი­და. მალე "ატ­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტე­დის“ პრეს­სამ­სა­ხურ­მა გუნ­დის ახალ­წვე­უ­ლის ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა­ტომ ავირ­ჩიე "ატა­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტე­დი"? იმი­ტომ, რომ ეს არის კარ­გი გუნ­დი, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თვის თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით.

მე თბი­ლი­სე­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი­დან. ჩემი ქვე­ყა­ნა ულა­მა­ზე­სია. იქ ყვე­ლა­ფე­რია - მთა, ზღვა, დი­დე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბა... ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო...

მა­მას ძა­ლი­ან უყ­ვარს სპორ­ტი. ჯერ კი­დევ ჩემი უფ­რო­სი ძმე­ბი ვარ­ჯი­შობ­დნენ, მაგ­რამ მათ არ ჰქო­ნი­ათ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა. ფეხ­ბურთზე რომ შე­ვე­დი, მხო­ლოდ 4 წლის ვი­ყა­ვი. მა­შინ­დელ ამ­ბებს რომ ვიხ­სე­ნებ, სხვე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო­სე­ბი იყ­ვნენ - 5, 6, 7 წლი­სა­ნი... მათ შო­რის მე ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი ვი­ყა­ვი...

ჩემი მეტ­სა­ხე­ლია "ლობო". ასე მე­ძა­ხი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში. ჩემი გვა­რის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია. ან ეს, ან საბა... სა­კუ­თარ თავს რო­გორ და­ვა­ხა­სი­ა­თებ­დი? ჩემი აზ­რით, ვარ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, მშრო­მე­ლი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი...

  • მსახიობი მეუღლე, პირველი შვილის მოლოდინი და წარმატებული კარიერა აშშ-ში: გაიცანით საბა ლობჟანიძე 

ვარ გა­რე­მარ­ბი. ჩემს მთა­ვარ ამო­ცა­ნად მი­მაჩ­ნია "ბოლო პა­სის" გა­კე­თე­ბა. ამა­ვე დროს, ვარ სწრა­ფი და გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რომ ამ თვი­სე­ბე­ბით გუნდს გა­მო­ვად­გე. მიყ­ვარს გა­ტა­ნა და მჯე­რა, რომ ამას მო­ვა­ხერ­ხებ.

როცა რთუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს, ასეთ დროს ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი კი­დევ უფრო მეტი ვარ­ჯი­შია. როცა გუნდთან ერ­თად ხან­გრძლი­ვი ვა­დით მი­წევს მგზავ­რო­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ვცდი­ლობ, და­ვი­ძი­ნო. თუ ამას ვერ ვა­კე­თებ, მა­შინ ვუს­მენ მუ­სი­კას, ან თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად ვერ­თო­ბი...

  • რა პროფესიის არიან ქართველი ფეხბურთელების ცოლები 

ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლი­დან სამ თვე­ში ამე­რი­კუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის ფეხ­ბურ­თელ­მა საყ­ვა­რელ ქალს, სალი კე­რა­ტიშ­ვილს, სტა­დი­ონ­ზე სთხო­ვა ხელი.