ცნობილი მამა, ულამაზესი ბებია და ქორწინება გავლენიან კაცზე - ლიკა ევგენიძის ცხოვრების დეტალები - Marao

ცნობილი მამა, ულამაზესი ბებია და ქორწინება გავლენიან კაცზე - ლიკა ევგენიძის ცხოვრების დეტალები

2024-07-30 14:50:46+04:00

ევგენიძეების ოჯახს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. დათო ევგენიძემ მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახეა მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც, რომელიც უმშვენიერესი ქართველი მსახიობის, კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია.

„ცხოვრებაში სულ რომ არაფერი არ გამეკეთებინა, მარტო ამ მშვენიერების შესაქმნელად ღირდა, დავბადებულიყავი… რა ლამაზი შვილი მყავს“, – წერდა დათო ევგენიძე ქალიშვილის შესახებ. 

პირველი ქორწინება

ლიკა ევგენიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილზე, ნიკა ალასანიაზე იყო დაქორწინებული. წყვილი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და ორ შვილს ზრდიდა.  ლიკა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „სხვა შუადღის“ თანაწამყვანი იყო, შემდეგ კი ისევ ამერიკაში ბრუნდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილები, ნიკოლოზი და გიორგი, საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც წარმატებულ და ლამაზ ქართველ ქალებზე იქორწინეს.

ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს იქორწინეს და ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს.

გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში გადაიხადეს. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ნინი ბადურაშვილი გახლდათ. ქორწილს ესწრებოდა მაშინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. რამდენიმეწლიანი ქორწინებისა და ორი შვილის დაბადების შემდეგ, 2017 წელს, ლიკა საქართველოში დაბრუნდა.

"ვერ გაიგებ, როდის მოდის და როდის მიდის ის ემოცია, რომელსაც გრძნობას ვეძახით. ცხოვრობს ორი ადამიანი, არსებობს მათ შორის კავშირიც, სიახლოვეც, მეგობრობაც და პატივისცემაც, მაგრამ ის, "რაღაც სხვა", ქრება. ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპიც დამთავრდა და ასე გადავწყვიტეთ", - ამბობდა ლიკა ევგენიძე. 

  • „ქართული სილამაზე პარიზში" - სალომე ღვინიაშვილი და ლიკა ევგენიძე პარიზში ისვენებენ 
  • "როგორ ჰგავს კირას" - ლიკა ევგენიძის ქალიშვილი იუბილარია 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლიკა ევგენიძეს ურთიერთობა მუსიკოს ნიკა კოჩაროვთან ჰქონდა. ლიკა და ნიკა უკვე წლებია, ერთად არიან და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისინი პირველ საერთო შვილს ელოდებიან. 

ნიკა და გიორგი ალასანიები

სა­ა­კაშ­ვი­ლი­სი ბიძა თე­მურ ალა­სა­ნია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შემ­დეგ არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში, რო­დე­საც მე­დი­ა­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტან სა­უბ­რის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ამ­ბო­ბენ, რომ ბი­ძას უდი­დე­სი გავ­ლე­ნა აქვს პო­ლი­ტი­კოს ძმის­შვილ­ზე. ძმე­ბი გი­ორ­გი და ნიკა ალა­სა­ნი­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მა­შინ მო­ექ­ცნენ, რო­დე­საც ამე­რი­კა­ში ცნო­ბილ ქარ­თველ ქა­ლებ­ზე იქორ­წი­ნეს.

გი­ორ­გი ალა­სა­ნი­ა­სა და ელე­ნე დუმ­ბა­ძის წყვი­ლი ერთი შვი­ლის მი­ხე­ილ-და­ვით ალა­სა­ნი­ას შე­ძე­ნი­დან მალე ერ­თმა­ნეთს და­შორ­და. ელე­ნე შვილ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა ალა­სა­ნი­ა­სა და ლიკა ევ­გე­ნი­ძის წყვილს, ისი­ნი ორი შვი­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ და­შორ­დნენ. ლი­კაც რძლის მსგავ­სად სა­ქარ­თვე­ლო­ში შვი­ლებ­თან ერ­თად დაბ­რუნ­და და ბედი მე­ო­რედ მუ­სი­კოს ნიკა კო­ჩა­როვს და­უ­კავ­ში­რა.