ადელ ლორი ბლუ ედკინსი, ყველასთვის ცნობილი, როგორც უბრალოდ ადელი, მსოფლიოში ცნობილი ინგლისელი მომღერალია. მისი მუსიკა დედამიწის ყველა კუთხეში ჟღერს და 36 წლის მუსიკოსს გულშემატკივრების არმია ჰყავს. ბრძოლა ზედმეტ კილოგრამებსა და მენტალურ პრობლემებთან და პირადი ცხოვრების დრამები ადელს მუდმივად აქცევდა განხილვის საგნად. დღეს ის ისე გამოიყურება, როგორც სურს; ცხოვრობს ისე, როგორც სურს და ცოტა ხნის წინ ისიც კი თქვა, რომ კარიერის დასრულებას ან შესვენებას გეგმავს, რადგან "დაბერდა და დაიღალა".
"ჩემი ავზი ახლა სრულიად ცარიელია. ახალი მუსიკის შექმნასთან დაკავშირებით, არანაირი გეგმა არ მაქვს. ამ ყველაფრის შემდეგ გრძელვადიანი შესვენება მინდა. მსურს, სხვა შემოქმედებით სფეროებზე გადავერთო. იცით, სახლში სიმღერაც კი შევწყვიტე. უცნაურია, არა?“ - ამბობდა ადელი.
"ყველაფერი მაღიზიანებს, ყველაფერი. 36 წლის ვარ, დავბერდი და მომწყინდა. მენატრება ყველაფერი, რაც მქონდა, სანამ ცნობილი გავხდებოდი. ალბათ, ყველაზე მეტად მენატრება ანონიმურობა. მიყვარს ის, რომ ყოველთვის შემიძლია მუსიკის კეთება, ხალხს ეს მოსწონს. მაგრამ მე, უბრალოდ, მძულს დიდება", - თქვა მან.
ვინ არის ადელი
ადელი არის ინგლისელი მომღერალი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი. იგი იყო BRIT Awards-ის ცერემონიის ნომინაციის - „კრიტიკოსთა არჩევანი“ გამარჯვებული. 2008 წელს BBC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, მას ეწოდა "წლის გარღვევა". 2009 წელს ადელმა მიიღო ორი "გრემი" (საუკეთესო ახალი შემსრულებლისა და საუკეთესო ვოკალისტი ქალის კატეგორიებში.