სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს ირინა ონაშვილისა და რუსა ჩაჩუას ვიდეო. ისინი ერთ-ერთი ბრენდის სარეკლამო კამპანიაში იღებენ მოონაწილეობას და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.
რუსა ჩაჩუა
ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა დღეს საქართველოში ერთ-ერთ ლამაზ ქალად ითვლება. ახალგაზრდა მოდელი მრავალშვილიანი დედა, დიასახლისი და პარალელურად, აქტიური ფოტომოდელია. რუსას ცხოვრების გზა საინტერესო დეტალებით არის სავსე.
"შვილებს ხანდახან ვეჩხუბები კიდეც, რადგან ძალიან მკაცრი ვარ, მაგრამ საერთო ჯამში, ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობა გვაკავშირებს" - რუსა ჩაჩუა
მოდელი და ტელეწამყვანი დღემდე იდეალურ ფორმაშია. რუსა მუდამ თავს უვლის და ფორმაში ყოფნასთან ერთად, სხვა უამრავ საქმეს ასწრებს. რუსა ტელეეკრანებზე უკვე იშვიათად ჩნდება, თუმცა სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობას არ წყვეტს და დღემდე რამდენიმე ქართული ბრენდის სახეა.

ირინა ონაშვილი
ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ამის შემდეგ ირინა რამდენიმე ტელეგადაცემასა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა.
როგორც ჩანს, მოდელი აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული და კარიერაზე განსაკუთრებით ზრუნავს.
