ალისა შმიდტი გერმანელი საშუალო დისტანციაზე მორბენალია. ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სპორტსმენად მიიჩნევა.
შმიდტი დაიბადა 1998 წელს ვორმსში, გერმანიაში. მან დიდი პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2017 წელს ჟურნალმა Busted Coverage მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად დაასახელა. ალისა ძირითადად 200 და 400 მეტრ სპრინტში გამოდის.
ალისა შმიდტი
"კომპიუტერთან ვიჯექი და ჩემს "ინსტაგრამს" ვაკვირდებოდი. 12 ათასი მიმდევარი მყავდა, წუთიდან წუთამდე კი მათი რაოდენობა ათასობით მატულობდა, - ასე იხსენებს 2017 წელს შმიდტი, - ჩემი გვარი "გუგლში" ჩავწერე და უამრავი სტატია აღმოვაჩინე, ბევრი ისეთ ენაზე, მანამდე თვალით რომ არ მენახა.
გაოგნებული ვიყავი - როგორ შეიძლებოდა მე ანგელიკ კერბერზე მეტი მიმდევარი მყოლოდა..."
მან უარი შეუთვალა PlayBoy-საც, რომელსაც ფოტოგადაღება და ყდაზე მისი სურათის გამოქვეყნება ჰქონდა ჩაფიქრებული.
"სპორტი ჩემთვის უპირველესია. მინდა წარმატებას ამ სფეროში მივაღწიო და არა ჩემი გარეგნობით", - განმარტავს ალისა შმიდტი.
2017 წლის ევროპის მძლეოსნობის U20 ჩემპიონატზე შმიდტი იყო გერმანიის 4×400 მეტრზე სარელეო გუნდის ნაწილი, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა ვანესა ანიტეეს, მეიკე გერლახის და კორინა შვაბის გვერდით.
2017 წლის ოქტომბერში შმიდტმა დაიწყო ვარჯიში SC Potsdam-ში. 2019 წლის სეზონის წინ შმიდტი შეუერთდა SCC Berlin-ს. ის იყო გერმანიის ნაკრების ნაწილი, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა 4×400 მეტრზე ესტაფეტაზე 2019 წლის ევროპის მძლეოსნობის U23 ჩემპიონატზე.
შმიდტი დაინიშნა დორტმუნდის "ბორუსიის" ფიტნესმწვრთნელად 2020–21 ბუნდესლიგის სეზონში.