„პალიტრა L-ის“ საზაფხულო ლიტერატურული ტურნეს შემდეგი გაჩერებები ფოთი და ზუგდიდი იქნება.
5 აგვისტოს გამომცემლობა თანამედროვე ავტორებთან ერთად ფოთს ეწვევა და ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნების გამოფენა-გაყიდვას გამართავს. ტურნეს ფარგლებში, გამოფენის სტუმრები განსაკუთრებული ფასდაკლებებით ისარგებლებენ. ფასდაკლებებთან ერთად, დაგხვდებათ საჩუქრები და ყველასათვის საყვარელი, ჩვენი ტრადიციული შეთავაზებებიც, როგორებიცაა "1+1"; "3 წიგნი 10 ლარად" და სხვა. ღონისძიება დაიწყება 13:00 საათზე და 19:00 საათამდე გაგრძელდება.
6-7 აგვისტოს „პალიტრა L-ი“ უკვე ზუგდიდს ესტუმრება და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00-დან 18:00 საათამდე უმასპინძლებს მკითხველებს, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, იმავე აქციებით ისარგებლონ.

„პალიტრა L-ის“ ტურნეს მიზანია როგორც წიგნიერების ამაღლება და წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისე გარემოზე ზრუნვის პოპულარიზაცია, რისთვისაც გამომცემლობა მთელი საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი იქნება პროექტით „მაკულიტერატურა“. პროექტის ფარგლებში მკითხველს შესაძლებლობა აქვს, მაკულატურა ახალ გამოცემებში გადაცვალოს, ამგვარად განაახლოს ბიბლიოთეკა და დაიცვას გარემო.
მაკულატურის წიგნებში გადაცვლა შესაძლებელი იქნება როგორც ფოთში, ისე ზუგდიდში. ამისთვის გამოფენა-გაყიდვაზე სპეციალური კუთხე მოეწყობა.
გარდა ამისა, ფოთისა და ზუგდიდის ტურნეს ფარგლებში „პალიტრა L-ს“ დაგეგმილი აქვს სახალისო აქტივობები და დისკუსიები.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ ზაფხულის მთავარ ლიტერატურულ ღონისძიებაში.
R