თურ­ქე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქა­ლი - მი­ლი­ო­ნე­რი მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი ბორდელების უდიდესი ქსელის მფლობელი იყო - Marao

თურ­ქე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქა­ლი - მი­ლი­ო­ნე­რი მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი ბორდელების უდიდესი ქსელის მფლობელი იყო

2024-08-06 13:26:02+04:00

მე­დი­ა­ში ხში­რად ვკი­თხუ­ლობთ მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან არის.

აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქა­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად ხდე­ბი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი. დღეს თურ­ქე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქა­ლის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი იყო. მი­ლი­ო­ნე­რი მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი უამ­რავ ბიზ­ნეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა შე­მო­სავ­ლის დიდი ნა­წი­ლი პორ­ნო­ინ­დუსტრი­ი­დან ჰქონ­და.

  • "ჩემი აზრით, ადამიანების გარეგნობაზე უფრო საინტერესო მათი გონებაა" - ჰედი ლამარი: მსახიობი, რომელმაც Wi-Fi-ის ტექნოლოგიას ჩაუყარა საფუძველი 
  • ბარბარე თურქესტანიშვილის უცნაური ამბავი - როგორ გააჩინა საიდუმლოდ შვილი იმპერატორისგან  და რატომ დაასრულა მან სიცოცხლე თვითმკვლელობით 

მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი

ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ მა­ნუ­კი­ან­ზე სა­უ­ბარს გა­ვაგ­რძე­ლებთ. მოკ­ლედ მო­გიყ­ვე­ბით თურ­ქეთ­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ის ლე­გა­ლი­ზე­ბის ის­ტო­რი­ას:

თურ­ქეთ­ში პროს­ტი­ტუ­ცია ლე­გა­ლუ­რი იყო 1923 წლამ­დეც, ანუ თა­ნა­მედ­რო­ვე რეს­პუბ­ლი­კის და­არ­სე­ბამ­დე. სექსმუ­შა­კებს შე­უძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად ან ბორ­დელ­ში იმუ­შა­ონ. ბორ­დე­ლის მარ­თვა ასე­ვე ლე­გა­ლუ­რია, მაგ­რამ იძუ­ლე­ბი­თი პროს­ტი­ტუ­ცია უკა­ნო­ნოა და ის­ჯე­ბა მოქ­მე­დი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით. ბორ­დე­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი იხ­დი­ან გა­და­სა­ხა­დებს, რის­თვი­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ა­რე­გის­ტრი­რონ თა­ვი­ან­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­ა­სა­ბუ­თონ, რომ ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჯან­დაც­ვის წე­სებს. ადრე პო­ლი­ცი­ას ევა­ლე­ბო­და ბორ­დე­ლე­ბის დაც­ვა (2012 წლამ­დე), ახლა თა­ვად ბორ­დე­ლე­ბი ქი­რა­ო­ბენ კერ­ძო დაც­ვის კომ­პა­ნი­ებს ამ სა­მუ­შა­ოს­თვის. სექ­სუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლი­რე­ბა ძი­რი­თა­დად ემ­ყა­რე­ბა 1930 და 1961 წლე­ბის კა­ნო­ნებს. ისი­ნი ად­გე­ნენ ძი­რი­თად წე­სებს სექსმუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ: მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა სექსმუ­შა­კი უნდა და­ი­ბეგ­როს, სექსმუ­შა­კებ­მა უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ პრე­ზერ­ვა­ტი­ვი და გა­ი­ა­რონ რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. თურ­ქეთ­ში ლე­გა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის­თვის სექსმუ­შა­კე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან და­რე­გის­ტრირ­დნენ და მი­ი­ღონ სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­გის­ტრა­ცი­ის მოწ­მო­ბა, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლია ბოლო სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის თა­რი­ღი. ამ­გვა­რი ლი­ცენ­ზი­ის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ მხო­ლოდ თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე ქალ­ბა­ტო­ნებს, მა­მა­კა­ცებს არ აქვთ სექსმუ­შა­კე­ბად და­რე­გის­ტრი­რე­ბის უფ­ლე­ბა. თურ­ქეთ­ში ყვა­ვის არა­ლე­გა­ლუ­რი პროს­ტი­ტუ­ცი­აც, ბევ­რს არ სურს და­რე­გის­ტრი­რე­ბა და გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და, თუმ­ცა ბოლო ხანს თურ­ქეთ­ში საკ­მა­ოდ გარ­თულ­და ლი­ცენ­ზი­ის აღე­ბაც, ბევ­რს ესეც უბიძ­გებს არა­ლე­გა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­კენ. მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი 1914 წელს კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში და­ი­ბა­და. არის­ტოკ­რა­ტი სომ­ხე­ბის ოჯახ­ში, რომ­ლე­ბიც 1915 წლის გე­ნო­ციდს გა­და­ურჩნენ.

ის პორ­ნობიზ­ნეს­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. ქალი თავ­და­პირ­ვე­ლად კერ­ვით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ის საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან იყო, თუმ­ცა მის ოჯახს პორ­ნო­ინ­დუსტრი­ას­თან არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო. მა­ტილ­დი ამ სფე­რო­თი მას მერე და­ინ­ტე­რეს­და, რაც მა­მის ერთ-ერ­თმა მო­ვა­ლემ ვა­ლის სა­ნაც­ვლოდ მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბორ­დე­ლი შეს­თა­ვა­ზა.

სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა მისი საქ­მია­ნო­ბა პორ­ნობიზ­ნეს­ში, სა­ი­და­ნაც უზარ­მა­ზარ მო­გე­ბას იღებ­და.

ის იყო ბორ­დე­ლე­ბის ფარ­თო ქსე­ლის მფლო­ბე­ლი თურ­ქეთ­ში. 1992 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს თურ­ქულ­მა ყო­ველკ­ვი­რე­ულ­მა გა­ზეთ­მა Nokta-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვრცე­ლი კვლე­ვა თურ­ქე­თის 100 უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ. მა­ტილ­დის ქო­ნე­ბა 200 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

წაიკითხეთ სრულად