სოფო ნიჟარაძე უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც პოპულარული შემსრულებელია და, გარდა განსაკუთრებული ვოკალური მონაცემებისა, ყოველთვის იმსახურებდა კომპლიმენტებს ასევე განსაკუთრებული გარეგნობის გამოც. სოფო სცენაზე ყოველტვის არაჩვეულებრივად გამოიყურება, მისი ჩაცმულობა კი ხშირად იქცევს ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ მომღერალი ხშირად ირგებს ქართველი დიზაინერების კაბებს, მის გარდერობში დათუნა სულიკაშვილის არაერთ კაბას ნახავთ.
ამ სტატიაში გთავაზობთ ბოლო წლებში სოფო ნიჟარაძის TOP 5 გამორჩეულ ჩაცმულობას:
- დათუნა სულიკაშვილის შავი კაბა
- დათუნა სულიკაშვილის ყვითელი კაბა
- დათუნა სულიკაშვილის წითელი კაბა
- დათუნა სულიკაშვილის შავი კაბა
- დათუნა სულიკაშვილის ოქროსფერი კაბა
სოფო ნიჟარაძის ცხოვრება
მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოებს. უსაყვარლესი ალისა საზოგადოებაში უკვე პოპულარულია და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. ის არის ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. სოფომ შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო.
2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.
სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო, ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლეიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო.
2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეეძინათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს.