ქართველი დიზაინერის დიდი წარმატება - David Koma იტალიური ბრენდის, BLUMARINE-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა - Marao

ქართველი დიზაინერის დიდი წარმატება - David Koma იტალიური ბრენდის, BLUMARINE-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა

2024-08-06 14:04:22+04:00

Blumarine მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდია, იტა­ლი­ელ­მა ცოლ-ქმარ­მა ანა მო­ლი­ნა­რიმ და ჯან­პა­ო­ლო ტა­რა­ბი­ნიმ 1977 წელს შექმნეს. სულ ცოტა ხნის წინ და­ვით კო­მა­ხი­ძე, იგი­ვე David Koma, Blumarine-ის შე­მოქ­მე­დე­ბით დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა. ამ სტატიაში ცოტას Blumarine-ისა და უფრო მეტს წარმატებული ქართველი დიზაინერის შესახებ მოგიყვებით. 

Blumarine

BLUMARINE არის ნამდვილი ამბავი, დაფუძნებული გრძნობებზე, იმ გრძნობებზე, რომლებიც გვეუფლება სამოსის მორგებამდეც კი. BLUMARINE არის შინაგანი სამყაროს გარეგნული პროექცია, BLUMARINE საუბრობს ენაზე, რომელიც არის მრავალმხრივი, ინკლუზიური და მიმზიდველი: ის ხელს უწყობს თავისუფლებას, სილაღესა და სპონტანურობას. ის გამოხატავს თავდაჯერებულობას, სიმსუბუქეს, ელეგანტურობას. მოკლედ, BLUMARINE არის საკუთარ თავად ყოფნის ნეტარება.

  • კოკო შანელის შემოქმედების მთავარი ფერები - რატომ უყვარდა დიზაინერს შავი ფერი 

დავიდ კომა 

დევით კომამ ხატვისა და ტანსაცმლის შექმნის ნიჭი რვა წლის ასაკში აღმოაჩინა. თავისი ინტერესების მისაღწევად, დავითმა სახვითი ხელოვნება შეისწავლა სანქტ-პეტერბურგში. ის ასევე მონაწილეობას იღებდა დიზაინერულ კონკურსებში 13 წლიდან და პირველი კოლექცია 15 წლის ასაკში შექმნა.

  • „დემნას ეს უთბილესი წერილი იყო პარიზიც, "ბალენსიაგას" ჩვენებაც, ლელასთვის გამოგზავნილი საჩუქრებიც“ - რა წერია წერილში, რომელიც დემნა გვასალიამ ლელა წურწუმიას გამოუგზავნა 

2003 წელს დავითი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, პრესტიჟულ ცენტრალ სენ მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში სასწავლებლად. მან უნივერსიტეტი დაამთავრა და დიზაინში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 2009 წლის აპრილში მან მოიპოვა მაგისტრის სპეციალობა ლუიზა ვილსონის ხელმძღვანელობით. მან უნივერსიტეტის დასრულების მოდის კვირეულზე პირველი ადგილი დაიკავა და ჰაროდსის დიზაინის ჯილდო მოიპოვა.

  • მათ მთელი მსოფლიოს დაპყრობა შეძლეს - მოდის სამყაროს ყველაზე გავლენიანი ოჯახები 

დამთავრებისთანავე დევიდ კომამ ჩამოაყალიბა თავისი ბრენდი და მის შემდეგ ლონდონის მოდის კვირეულზე იღებს მონაწილეობას. წლების განმავლობაში ბრენდს უამრავი პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის, Vauxhall Fashion Scout 2009 წელს NEWGEN-ის სპონსორობა 2010 წელს და Fashion Forward 2013 წელს. 2018 და 2019 წლებში დევიდ კომა შეირჩა ბრიტანეთის მოდის საბჭოს / მოდის ფონდის წევრად.

2013 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე დევიდს ეკავა Mugler-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობა. 

"დევიდ კომახიძისთვის  შთაგონების მთავარი წყარო ძლიერი ქალია – ქალი, რომლისთვისაც მიუღწევადი არაფერია"

David Koma-ს 2017/18 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ქართული ჩოხით იყო ინსპირირებული, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.