"მზე ბიჭი და ულამაზესი ნინო" - ნინო ნადირაძის ოჯახი და უსაყვარლესი შვილიშვილი - Marao

"მზე ბიჭი და ულამაზესი ნინო" - ნინო ნადირაძის ოჯახი და უსაყვარლესი შვილიშვილი

2024-08-08 11:07:42+04:00

ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში შვილთან და შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს.

ნინო ნადირაძე უკვე წლებია, სამედიცინო სფეროში საქმიანობს და მისი მეუღლე ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვია. 

"ხშირად გვაქვს კამათი, თუმცა გუგა იმიტომ არის 30 წელი ჩემი მეუღლე, რომ ის მიღებს ისეთად, როგორიც მე ვარ. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი მეუღლე „გადამეკეთებინა“, რადგან მე ის მისი უჟმური ხასიათით მომწონს. მას მე ჩემი ხასიათებით მოვწონვარ.

ყოველთვის ერთმანეთთან შეთანხმებით ვაკეთებთ ყველაფერს, სხვანაირად 30 წელი ერთად ვერ ვიცხოვრებდით. მე ჩემი მინუსები მაქვს, გუგას - თავისი, მაგრამ ეს გლობალურ, საერთო მიზანს, რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის, ერთმანეთისთვის საინტერესოები და ძალიან ბევრი ადამიანის საყრდენი, ხელს არ უშლის“, – ამბობდა ნინო ნადირაძე ქმართან ურთიერთობის შესახებ. 

  • "კაცს თუ უყვარხარ, ძლიერიც უყვარხარ, სუსტიც, დაბანილიც და დაუბანელიც…" - ნინო ნადირაძე 
  • "პატარა ჯენტლმენი" - ნინო ნადირაძე შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს 

ნინო ნადირაძის ოჯახი

 წყვილს ორი შვილი ჰყავს. უფროსი, ბაია კუზანოვა, მამის გზას აგრძელებს და თავადაც პლასტიკური ქირურგია. ბაიას ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს, რომელიც ბებიასთან და ბაბუასთან დროს ხშირად ატარებს. 

ჩემს შვილებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, საკუთარი თავი ზედმეტად არ მოვახვიო. მე ვზრდიდი ჩემს შვილებს განსხვავებულად, ვიდრე ჩემი მშობლები მზრდიდნენ. მშობლებმა გამხადეს მაქსიმალისტი, არ შემიძლია ჩემზე ვიფიქრო, ჯერ სხვაზე უნდა ვიფიქრო. პირველი შვილი ვიყავი და ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებდი მე… კითხვას რომ მისვამს ჩემი მეუღლე, სად ხარო, ან შვილები მეკითხებიან, დღემდე არ მიყვარს. ადამიანის ბუნება ბნელით არის მოცული და ვერ გააკონტროლებ. თუ ჩათვლი საჭიროდ, რომ აკონტროლო, თუ რამის დამალვა უნდა, უფრო დაგიმალავს. ყველაფერს ვაკეთებდი შვილების ნდობის მოსაპოვებლად. ჩემი დასჯა არის ჩემი სიგრილე. სამსახურშიც იგივე მეთოდი მაქვს. იმდენად თბილი და მოსიყვარულე ვარ, დიდი დასჯაა, როცა დისტანცირდები და ვეღარ ხედავ იმ ადამიანს…

ჩემს შვილებს შორის შვიდი წელია განსხვავება. პირველად რომ გავხდი დედა, ოღონდ ვინმეს დაეტოვებინა, სადმე წაეყვანა, ვცდილობდი, ინსტიტუტიდან გვიან მოვსულიყავი. ივიკოზე მასე არ ვიყავი. შვილიშვილზე მზად ვარ, ყველაფერი დავტოვო და სულ ხელში მყავდეს აყვანილი. ფეთიანობა გადმოვაღვარე ამ ბავშვს და ვხვდები, რომ ზედმეტებში გადავდივარ…“ - ამბობდა ნინო.