"შენ ჩემს გულში ხარ პირველი დღიდან, როცა შეგხვდი" - ეკა ამირეჯიბი პორტუგალიაში მოგზაურობს - Marao

"შენ ჩემს გულში ხარ პირველი დღიდან, როცა შეგხვდი" - ეკა ამირეჯიბი პორტუგალიაში მოგზაურობს

2024-08-12 14:50:26+04:00

უმშვენიერესი ეკა ამირეჯიბი, განათლებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ასევე პიანისტიცაა, თუმცა მოგვიანებით ტელევიზიაში აღმოჩნდა და ტელეწამყვანის ამპლუაში არაერთი წელი გაატარა.

"თვრამეტი წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ტე­ლე­გა­მოც­დი­ლე­ბა "რუს­თა­ვი 2-"ში მი­ვი­ღე. ეს იყო კო­რეს­პონ­დენ­ტო­ბა, წამ­ყვა­ნო­ბა, ლა­ივ­ში მუ­შა­ო­ბის რე­ჟი­მი, სირ­თუ­ლე­ე­ბი, ბევ­რი რამ გა­მოვ­ცა­დე... რა­დი­ო­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­მი­წყო ხელი, ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი სპორ­ტუ­ლი რა­დიო "ჯაკო" იყო, რო­მელ­შიც ცოტა ხანს ვი­მუ­შა­ვე, შემ­დე­გი - რა­დიო "ფორ­ტუ­ნა". რა­დი­ო­გა­მოც­დი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თია და კარ­გი ტრამ­პლი­ნია შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, არ მი­ნერ­ვი­უ­ლია იმა­ზე, რო­გორ ვი­სა­უბ­რებ­დი, ამ­ბავს რო­გორ მოვ­ყვე­ბო­დი, მოკ­ლედ, კარ­გი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რე" - ამბობდა ეკა. 

ბოლო დროს მან არაერთი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა ტელეკომპანია "იმედი":

"მადლობა ტელეკომპანია "იმედს" მოცემული შესაძლებლობებისთვის - ბევრი იყო ასეთი, ამიტომ მ ა დ ლ ო ბ ა! თუმცა, მიმდინარე ყოველდღიური მძიმე მოვლენების ფონზე, რამდენიმეკვირიანი ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში. მოცემულ ეტაპზე ვერ ვხედავ საკუთარ თავს ვერცერთ არხზე, ამიტომ ასე დასრულდა ეს ამბავი აქ და ახლა..." - წერდა ეკა. 

ამჯერად ის პორტუგალიაში იმყოფება და გამომწერებს მოგზაურობიდან ფოტოებს უზიარებს:

  • ეკა ამირეჯიბის განცხადება "იმედის" დატოვებაზე: "მომიწევს, გავიხსენო საერთოდ რა ხდებოდა თქვენამდე და უთქვენოდ" 
  • ორი ქორწინება, რადიკალური გადაწყვეტილება და ცხოვრების საინტერესო ამბები: ეკა ამირეჯიბი იუბილარია 

ეკა ამირეჯიბის პირადი ცხოვრება

 "სკოლაში მიყვარდა ერთი ბიჭი, რომელიც ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. მან სკოლა რომ დაამთავრა, მეშვიდე კლასში ვიყავი და ეს ჩემთვის ტრაგედიად მეჩვენებოდა. საოცრად ემოციური იყო ეს ყველაფერი. ამის შემდეგაც იყო ერთი-ორი, მაგრამ გაგრძელება რატომღაც არ მოჰყოლია. თავიდან რაღაც ტალღაა, რომელიც თუ არ გაღვივდა და თუ ერთი რაღაც არ მოგეწონა – უხეშად რომ ვთქვათ, „გაგიტყდა“, ის ტალღა გადაივლის. მაშინ ჯობია იქვე დაამთავრო ის ურთიერთობა. წამო ყავა დავლიოთ – სულ ამ ეტაპზე ხომ არ დატოვებ?! აღარ გინდა ყავა" - იხსენებდა ეკა ადრეული წლების შესახებ.

ეკა ამირეჯიბი 2014 წელს გათხოვდა. მისი მეუღლე ჯგუფ „პორნო პოეზიის“ ვარსკვლავი გიორგი სიბაშვილი გახლდათ. წყვილის ქორწინებამ 2 წელიწადს გასტანა, რომელიც ჟურნალისტისთვის მეორე ქორწინება იყო. მეორე ქმართან დაშორება მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ეკაზე და სტანისლავ ბონდარენკოს რომანზე თბილისში ჭორები დადიოდა. ჭორების ნამდვილობა არავის არ დაუდასტურებია, ამიტომ გახდა თუ არა ეს „რომანი“ ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი, უცნობია.

"ძირითადად, მარტო ვცხოვრობ, ამას მიჩვეული ვარ. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ძალიან ჭრელია ცხოვრება და ადამიანებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არ არსებობს წინასწარი გათვლები. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები პასუხი მაქვს რაღაცებზე. ქალს სხვადასხვა ეტაპზე ალბათ სხვადასხვა რაღაც სჭირდება. 10 წლის წინ სხვა რაღაც მჭირდებოდა – უფრო ხმაურიანი და აქტიური ცხოვრება, ახლა სხვანაირი სურვილები მაქვს. მირჩევნია, წავიკითხო, ფილმს ვუყურო, ვიმოგზაურო“, - ამბობდა ის. 

ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე, თუ როგორი ადამიანი არ იქნებოდა ეკა ამირეჯიბის გვერდით, მან ასეთი პასუხი გასცა: „ჩემ გვერდით არასდროს იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ბევრი ტრაბახი უყვარს ან უმრავლესობას ზემოდან უყურებს. ჩემ გვერდით არ იქნება ადამიანი, რომელსაც არ აქვს იუმორის გრძნობა, რადგან ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემ გვერდით არ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც მე უნდა შევახსენო, რომ იქ ვარ და ჩემით უნდა დაინტერესდეს. არ მომწონს ინერტული ადამიანები, ადვილად რომ ეგუებიან ყველაფერს და არ შეუძლიათ საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლა, ან მარტივი სიურპრიზისა და დღესასწაულის მოწყობა. ჩემ გვერდით ვერ იქნება ასევე ის, ვისაც არ უყვარს ხელოვნება და მუსიკა“.