ვიქტორია და დევიდ ბექჰემები
ვიქტორიას და დევიდს რომ შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ამაზე დევიდის ბოლოდროინდელი ინტერვიუებიც მეტყველებს: "ვიქტორიათი ძალიან ვამაყობ. მან, Spice Girls-ი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგონების ჯგუფი დატოვა, რომ დიზაინერი გამხდარიყო და წარმატებას მართლაც მიაღწია. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელია."
"მე მიყვარს ქმართან ერთად დროის გატარება. ნება მომეცით, გითხრათ - დევიდ ბექჰემი ძალიან სასაცილოა. მე მყავს ქმარი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ვუყვარვარ, შესაძლოა იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როცა პირველად შევხვდით. მართლა ვიცინით. და ჩვენ ნამდვილად ვუჭერთ მხარს ერთმანეთს ჩვენს კარიერასა და ვნებებში. თავს ძალიან მადლიერად ვგრძნობ, რომ კომპრომისზე არ წავედი ჩემს კარიერაში და მაინც შემიძლია გავაკეთო ის, რაც მიყვარს და მსიამოვნებს" - ამბობდა ვიქტორია.
ბარაკ და მიშელ ობამები
მიშელი ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში დაიბადა და გაიზარდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ განათლება პრინსტონის უნივერსიტეტსა და ჰარვარდის იურიდიულ სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც დაბრუნდა ჩიკაგოში და მუშაობა დაიწყო ჯერ იურიდიულ ფირმაში, შემდეგ კი ჩიკაგოს მერიაში. მისი სიყვარულის ისტორია 1989 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მისი რჩეული ასევე იურისტი, წარმოშობით კენიელი ბარაკ ობამა გახდა და არჩევანში ნამდვილად არ შემცდარა. ბარაკი და მიშელი 1992 წელს დაოჯახდნენ და დღემდე გამორჩეული და მისაბაძი ოჯახი აქვთ, რაც ძალიან იშვიათია.
სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი
სარას რჩეული ცნობილი ამერიკელი მსახიობი მეთიუ ბროდერიკია. წყვილმა 1997 წლის 19 მაისს იქორწინა.
პარკერს და ბროდერიკს ჰყავთ 1 ვაჟი და ტყუპი გოგონები.
თიკა ფაცაცია და დავით ანთელიძე
თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელობდა. იმ პერიოდში დავით ანთელიძე ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.
ნინა ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი
ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
რუსა ჩაჩუა და დიმა ნაფეტვარიძე
ჩაჩუას მეორე მეუღლე კომპანია "კაპიტალ ვოსტოკის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დიმა ნაფეტვარიძე გახდა. დიმა და რუსა 2014 წლიდან ერთად ცხოვრობენ და მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.
გვანცა დარასელია და ვახო მჭედლიძე
გვანცა დარასელიამ რჩეულზე, ვახო მჭედლიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავთ. გვანცა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილების ყოვედღიურობას და, როგორც თავადაც განმარტავს, მათ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული: