თაკო ჩორგოლაშვილის ოჯახური პორტრეტი - უმშვენიერესი ტელეწამყვანის ზაფხულის ვოიაჟი - Marao

თაკო ჩორგოლაშვილის ოჯახური პორტრეტი - უმშვენიერესი ტელეწამყვანის ზაფხულის ვოიაჟი

2024-08-14 13:56:00+04:00

თაკო ჩორგოლაშვილი ყველაზე ლამაზ ქართველ ტელეწამყვანებს შორისაა. ის ბევრმა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო. პროექტში თაკოს ერთი ნაბიჯი დააკლდა გამარჯვებამდე, მეორე ადგილზე გავიდა.

  • ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წამყვანის სტატუსი, მტკივნეული განქორწინება და დედობა - თაკო ჩორგოლაშვილის ცხოვრება და კარიერა  

"იუ­რი­დი­ულ­ზე რომ ჩა­ვა­ბა­რე, მე­ო­თხე კურ­სი­დან მე­ო­რე­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ ვფიქ­რობ­დი დაბ­რუ­ნე­ბას, რომ პი­ა­რის შეს­წავ­ლა გა­დავ­წყვი­ტე, სულ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყა­ვი. მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ეს არის საქ­მე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს" - ამბობდა თაკო. 

  • "ჩვენი ქიმია იმდენად იგრძნობა, რომ ყველას აინტერესებს - ერთად ვართ თუ არა..." - თაკო ჩორგოლაშვილისა და ზურა გორგაძის ვარსკვლავური დუეტი

თაკო ჩორგოლაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, რომელიც ყოფილ მეუღლესთან, რეზი დი­დიასთან ქორწინებაში შეეძინა

"ჩვე­ნი და­შო­რე­ბა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, თუმ­ცა მგო­ნია, რომ ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვე­დი და ამი­ტომ გუ­ლის­ტკი­ვილი დღეს აღარ მაქვს. ალ­ბათ ასე იყო სა­ჭი­რო და ტყუ­ი­ლად არა­სო­დეს არა­ფე­რი ხდე­ბა", - ამბობდა თაკო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ახლა თაკო ჩორგოლაშვილის ცხოვრების ორი მთავარი ფიგურა სწორედ შვილი და დედა არიან. დედის, მის მიერ განვლილი გზისა და ემიგრაციის რთული წლების შესახებ თაკომ ცოტა ხნის წინ ემოცური ინტერვიუ "რუს­თა­ვი 2“- ის რუბ­რი­კა­ში "ყვე­ლა­ფე­რი დე­და­ჩე­მის შე­სა­ხებ“ ჩაწერა. 

  • თაკო ჩორგოლაშვილის ემოციური ინტერვიუ: "რო­გო­რი სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლია დედაშვი­ლო­ბა, სულ რომ თავს ზე­მოთ ძალა არ არის, იმა­საც კი გა­კე­თე­ბი­ნებს" 

"სულ ვამ­ბობ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, ყვე­ლა ის ამა­გი რაც ჩემ­თვის გა­წე­უ­ლი აქვს, უან­გა­როდ, შე­უ­ში­ნებ­ლად და სა­მა­გა­ლი­თოდ რა­საც შევ­ძლებ, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვუბ­რუ­ნებ. დე­დას რაც ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად აბედ­ნი­ე­რებს, ჩემი ნიაა. ის სა­ა­თე­ბი, რაც პა­ტა­რა თა­კოს­თან და­კარ­გა, მას­თან მი­მარ­თე­ბით ინა­ზღა­უ­რებს. სულ რა­ღა­ცას აკე­თე­ბენ, სულ ერ­თო­ბი­ან, სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე არი­ან. ღმერ­თმა ქნას, ისე­თი დე­დო­ბა გა­ვუ­წიო ჩემს შვილს, რო­გო­რიც დე­და­ჩე­მია. მგო­ნია, რომ ან­გე­ლო­ზი დამ­ყვე­ბა", - ამბობდა თაკო. 

ამჯერად კი უმშვენიერესი ტელეწამყვანი სწორედ დედასა და შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს. „ბედნიერი დასვენების დღეები დედასთან და ქალიშვილთან ერთად“, - წერს თაკო.