"ამ ადამიანის მადლობელი ვარ, მისი ძალიან ბევრი თვისების გამო" - მაკა ცინცაძე პირადსა და კარიერაზე - Marao

"ამ ადამიანის მადლობელი ვარ, მისი ძალიან ბევრი თვისების გამო" - მაკა ცინცაძე პირადსა და კარიერაზე

2024-08-16 17:28:59+04:00

მომხიბვლელი ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე საზოგადოებას ტელეკომპანია „მაესტროდან“ ახალი ამბების წამყვანი ს ამპლუითახსოვს, შემდეგ იყო GDS-ის თოქ-შოუ „20-30“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუ „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

საზოგადოებას მაკა ალბათ ახსოვს ასევე რადიო „უცნობის” და რადიო „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებებიდან, სადაც ის წამყვანი იყო და 2009 წლიდან თამაშობდა ელიტარულ ინტელექტ-კლუბში „რა? სად? როდის?“

მაკა დაიბადა 1982 წლის 6 ნოემბერს თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ეკონომისტ-მარკეტოლოგი.

პირადი ცხოვრება

მაკას მეუღლე ნოდო ღამბაშიძე იყო. წყვილი ერთმანეთს 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. 

  • თურ­ქე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქა­ლი - მი­ლი­ო­ნე­რი მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი ბორდელების უდიდესი ქსელის მფლობელი იყო 
  • TOP 5 ქართველი ქალი +30, რომლებმაც წარმატებას ადრეულ ასაკში მიაღწიეს 

„სამწუხაროდ, ასე მოხდა. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ – ერთად აღარ ვართ, ასე ჯობდა. მიჭირს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, თან პირველად ვამბობ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ამ ადამიანის მადლობელი ვარ, მისი ძალიან ბევრი თვისების გამო. ამჟამად გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვყავს კესო, რომელზეც ვზრუნავ და რომელიც ჩემი ბედნიერებაც არის, მოტივაციაც და ყველაფერიც. კესო ძალიან მაგარი გოგოა. ანებივრებენ და ისიც ირგებს“, - ამბობდა ტელეწამყვანი.

ტელეწამყვანს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ მისი პირადი ცხოვრება მხოლოდ შვილს უკავშირდება. 

მაკა ცინცაძის ოჯახი 

მაკა ცინცაძის, მის ბავშვობისა და ოჯახის შესახებ წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ძმა, ანრი საუბრობდა: "სა­ნამ წა­მო­ვიზ­რდე­ბო­დით, მაკა ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ჩხუ­ბე­ბო­და. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, კარ­გად ვა­კე­თებ­დი თუ ცუ­დად. რო­დე­საც მისი მე­გობ­რე­ბი სტუმ­რად მო­დი­ოდ­ნენ, ოთა­ხი­დან მაგ­დებ­და, შემ­დეგ იმათ ვე­ცო­დე­ბო­დი და უკან შევ­ყავ­დი, იმი­ტომ რომ ის ოთა­ხი ჩე­მიც იყო. 

ერთხელ ძა­ლი­ან დიდი თა­ი­გუ­ლი მო­არ­თვეს. სა­დარ­ბა­ზოს­თან ვი­დე­ქი და მკი­თხეს, მა­კას თუ იც­ნო­ბო. თაყ­ვა­ნის­მცე­მელს ყვა­ვი­ლე­ბი გა­მო­ვარ­თვი, მაგ­რამ მა­კას­თან არ ამი­ტა­ნია. ერთი გო­გო­ნა მომ­წონ­და და იმას მი­ვარ­თვი. რვა წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მა­კას ერთ-ერთ თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მე. მის­თვის სა­ჩუქ­რე­ბი რომ მი­მე­ტა­ნა, იმ ბიჭს სა­თა­მა­შო კომ­პი­უ­ტე­რი ვა­ყიდ­ვი­ნე, მა­შინ ისე­თი კომ­პი­უ­ტე­რი თბი­ლის­ში ხუთ ადა­მი­ანს თუ ექ­ნე­ბო­და. შემ­დეგ კი, თუ რამე ახა­ლი თა­მა­ში გა­მო­ვი­დო­და, დის­კე­ბიც უნდა მო­ე­ტა­ნა. შე­თან­ხმე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გრძელ­დე­ბო­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი დის­კი და­მიგ­როვ­დე­ბო­და. ბო­ლოს ეს ამ­ბა­ვი გას­კდა, იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან კომ­პი­უ­ტერ­ზე ვთქვი, მა­თხო­ვეს-მეთ­ქი. არა­და, ამ­დენ ხანს ვინ მა­თხო­ვებ­და. თან დის­კე­ბიც ნა­ხეს, ძა­ლი­ან ბევ­რი და­მიგ­როვ­და", - იხსენებდა მაკა ცინცაძის ძმა.