„ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მსახიობი, ანა ტყებუჩავა სოციალურ ქსელში სამცხე ჯავახეთში მოგზაურობის ვიდეოს ავრცელებს.
მსახიობი გამომწერებს იმ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უზიარებს:
„ულამაზესი რაბათი და საფარა“ – წერს ანა.
როგორც ჩანს მსახიობი მეგობრებთან „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებთან – მაკა ძაგანიასთან და ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად მოგზაურობს.
"ჩემი ცოლის დაქალები"
სერიალის მსახიობები უკვე 10 წელზე მეტია, რაც რეგულალურად ჩანან ტელეეკრანებზე და მათი ცხოვრება, პრობლემები, თავგადასავლები, თითქოს, მაყურებლის ყოველდღიურობადაც იქცა. დათოს ცოლისა და მისი დაქალების ამბები სერიოზული განხილვის საგნადაც არაერთხელ ქცეულა.
სერიალი დადგმულია ფორმულა კრეატივის მიერ. 2011 წლიდან 2019 წლამდე გადიოდა „რუსთავი 2-ის“ ეთერში. 2019 წლის ოქტომბრიდან სერიალი გადის — ტელეარხ ფორმულაზე.
სერიალი აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ქარაფშუტა კატოს, დიასახლისი ნინასა და ფემინისტი თინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდებიან ახალი დაქალები - ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს.
2012 წელს გამოვიდა შუალედური, სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი“. 2014 წელს აგრეთვე გამოვიდა კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „ჩემი ცოლის დაქალი კინოში“.
2022 წელს სერიალი მე-18 სეზონით დამთავრდა. როგორც განაცხადეს, მე-18 სეზონი, ფინალური სეზონი იყო, თუმცა, 2023 წლის 7 ივლისს სერიალის მე-19 სეზონი დაიწყო. ამჯერად სერიალი შეჩრებულია და უცნობია, როდის და რა ფორმით გაგრძელდება.