35 წლის ქართველი მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის პოპულარულ სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" გამოჩნდა. გიორგიმ ლევან ხომერიკის პერსონაჟი შექმნა და მას შემდეგ არაერთ ცნობილ პროექტშიც მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ვარდოსანიძე
გიორგი ვარდოსანიძე დაიბადა 1988 წლის 26 ივნისს. 2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი. წლების მანძილზე მიჰყავდა გადაცემა „გააცინე და მოიგე“, ახლა კი საავტორო პოდკასტს უძღვება. 2007 წლიდან არის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი და ამ ეტაპზე მონაწილეობას იღებს მაყურებლისთვის ძალიან საყვარელ მიუზიკლში "შეყრა".
გიორგიზე განსაკუთრებით ბევრს საუბრობდნენ მაშინ, როცა ის პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებდა მონაწილეობას. მეორე სეზონში გამარჯვება რუსკა მაყაშვილმა მოიპოვა, გიორგი კი, მეწყვილესთან, სალომე ჭაჭუასთან ერთად, მეორე ადგილს დასჯერდა. პროექტ ”ცეკვავენ ვარსკვლავების" მსოფლიო პრაქტიკას მრავლად ახსოვს საცეკვაო მოედანზე ჩამოყალიბებული ურთიერთობების პრეცედენტი. როგორც ჩანს, მაყურებლისთვის შესრულებული ცეცხლოვანი ცეკვები რეალურადაც აღვივებს ცეცხლს მონაწილეებს შორის და ამისაგან დაზღვეული მართლაც არავინაა. ჭორები იმის შესახებ, რომ გიორგისა და სალომეს ერთმანეთი შეუყვარდათ, გამართლდა და წყვილმა ჯვარი 2014 წელს დაიწერა. ეს ურთიერთობა მალევე დასრულდა, გიორგიმ და სალომემ კი კარიერული განვითარება და წინსვლა განაგრძეს.
2018 წელს გიორგიმ კიდევ ერთხელ იქორწინა, ამჯერად 10 წლით უფროს ქალზე. "ერთი წელია, რაც დაქორწინებული ვარ", - ამბობდა მაშინ ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას, თუმცა ეს ქორწინებაც დასრულდა.
გიორგი ვარდოსანიძის ოჯახი
გიორგი ვარდოსანიძემ მეგობრებსა და გულშემატკივრებს 2022 წელს ამცნო, რომ ის მალე მამა გახდებოდა. მისი რჩეული მშვენიერი მარიამ უშვერიძეა. მათ პირველი შვილი, ადამი, 2023 წლის იანვარში შეეძინათ. ამჯერად გიორგი სწორედ ოჯხთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყებს. ის ზაფხულს მეუღლესა და შვილთან ერთად ატარებს, მათი ერთობლივი ფოტოები კი დიდ მოწონებას იმსახურებს: