ანუკი არეშიძე ანია ტეილორ-ჯოის სტილში: დიდი ზომის სანაპიროს ქუდი და ზაფხულის მთავარი ტრენდი - Marao

ანუკი არეშიძე ანია ტეილორ-ჯოის სტილში: დიდი ზომის სანაპიროს ქუდი და ზაფხულის მთავარი ტრენდი

2024-08-26 13:46:27+04:00

სულ ცოტა ხნის წინ დიზაინერმა, თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ, გამომწერებს ახალი ფოტოები სანაპიროდან გაუზიარა. ანუკის სტილმა, განსაკუთრებით კი, დიდი ზომის სანაპიროს ქუდმა, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. თუკი გასულ გაზაფხულსა და კანის კინოფესტივალს გავიხსენებთ, გასაკვირი აღარ იქნება, რომ მსგავსი სტილის აქსესუარები წელს აქტუალურია. 

  • „ჩემი მბზინავი კანის საიდუმლო" - როგორია ანუკი არეშიძის კანის მოვლის რუტინა 

ანია ტეილორ-ჯოი 2024 წლის კანის კინოფესტივალზე

ანა ტეილორ-ჯოი ნიცაში, 2024 წლის კანის კინოფესტივალზე, ორიგინალური იმიჯით გამოჩნდა. სანამ ფესტივალი დაიწყებოდა, ახალგაზრდა მსახიობმა საკუთარი ჩაცმულობით ყველა პაპარაცის ყურადღება მიიპყრო. 

ერთკვირიანი ღონისძიების პირველ დღეს ანია ტეილორ-ჯოიმ ნარინჯისფერი ტონალობის ტანზე მომდგარი კაბა მოირგო, რომელიც ATLEIN's Spring 2024 ready-to-wear-ის კოლექციიდან იყო. ულამაზეს კაბას კი მსახიობმა Jacquemus-ის დიდი ზომის სანაპიროს ქუდი დაამატა და ამით მაშინვე განსაზღვრა ზაფხულის მთავარი ტრენდი. 

  • "მე-15 საუკუნის აივანი, Dior-ის არატრადიციული საქორწინო კაბა და ჯადოსნური წვეულება, ისეთი, მხოლოდ ფილმებში რომ გინახავთ..." - როგორი იყო ანია ტეილორ-ჯოისა და მალკოლმ მაკრეის ზღაპრული ქორწილი ვენეციაში 

ჩალის ქუდი, მით უფრო, თუ ის გამორჩეული და თვალშისაცემია, ნამდვილად უნდა აქციოთ ამ სეზონის განუყოფელ აქსესუარად. იმასთან ერთად, რომ ის თქვენს ლუქს განსაკუთრებულს გახდის, შესანიშნავად დაგიცავთ მზის მავნე ზემოქმედებისგანაც. 

  • "ეს არის მთლიანად დედაჩემი - ეს კაბა მისი ახალგაზრდობის ინსპირაციით შევქმენი" - გაიცანით ანუკი არეშიძის დედა ნინო ჭუმბურიძე და მათი ოჯახური ამბები 

არგენტინულ-ბრიტანული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ანია ტეილორ-ჯოი ცნობილი გახდა 2015 წელს სერიალ „ატლანტიდაში“ ნათამაშები როლით. 2019 წელს ითამაშა ბეტ ჰარმონის როლი სერიალში „ლაზიერის გამბიტი“. მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 2014 წელს, საშინელებათა ფილმ „ვამპირების აკადემიაში" ნათამაშები როლით. გარდა იმისა, რომ ანია ახალგაზრდა და წარმატებული მსახიობია, ის უკვე იქცა მოდის ხატადაც და მის სტილს არაერთი მიმდევარიც ჰყავს. 

ანუკი არეშიძის საზაფხულო სტილი 

როგორც ჩანს, ანია ტეილორ-ჯოის გამოჩენა კანის კინოფესტივალზე ანუკი არეშიძისთვისაც დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მან ანიას ლუქი წითელი ხალიჩიდან ზღვის სანაპიროზე გადაიტანა და საზაფხულო, საზღვაო, ტანზე მომდგარ კაბასთან ერთად დიდი ზომის ქუდიც ელეგანტურად მოირგო.