შორენა ბეგაშვილი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. თამამი ფოტოებით, სკანდალური განცხადებებითა და ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ის არაერთხელ გამხდარა განხილვის ობიექტი, თუმცა გავრცელებულ ჭორებს თავად ყოველთვის სიმშვიდით ხვდებოდა.
ამჯერად შორენა ბეგაშვილი იტალიიდან, კუნძული კაპრიდან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს. ის შთამბეჭდავ კაბაში ზღვის სანაპიროზე პოზირებს და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
შორენა იტალიაში ქალიშვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად ისვენებს. დედა-შვილი ერთობლივ ვიდეოსაც აქვეყნებს.
შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.
შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავდა გადაცემა „შორენას ეფექტი“
შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისსა და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.
შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა, შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება.
შორენა ბოლო დროს ხშირას აქვეყნებს კადრებს რჩეულთან ერთად, თუმცა მისი სახის გამოჩენასა და ვინაობის გამხელას ერიდება. მან არაერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ სურს, მისი ცხოვრება საჯარო განხილვის საგანი არ გახდეს. ასევე, თქვა ისიც, რომ აღარ აპირებს ქართულ ტელეგადაცემებში მონაწილეობის მიღებას. როგორც შორენამ განმარტა, მის ყველა გამოჩენას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვება ხოლმე გარეგნობისა თუ ცხოვრების სტილის გამო. ამიტომ ამჯობინებს, მოერიდოს საჯარო გამოსვლებს.