ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი არის უძველესი საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში. დაარსდა გრაფ ჯუზეპე ვოლპი დი მისურატას მიერ 1932 წელს, როგორც Esposizione Internazionale d'Arte Cinematografica. აქედან მოყოლებული, ფესტივალი ყოველ წელს აგვისტოს ბოლოს/სექტემბრის დასაწყისში იმართება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი, უდიდესი ბინალეს გამოფენა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro (ოქროს ლომი), რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს და Coppa Volpi (ვოლპის თასი), რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი. 2002 წელს შეიქმნა ახალი ნომინაცია - სან მარკოს პრიზი, რომელიც გადაეცემა ფილმს, რომელიც ემსახურება Controcorrente-ს, ანუ სტერეოტიპების მსხვრევას.
2024 წლის ვენეციის კინოფესტივალი
2024 წლის ვენეციის კინოფესტივალი განსაკუთრებული აღმოჩნდა. ვარსკვლავებმა ძალები არ დაიშურეს, წითელ ხალიჩაზე წარდგენილიყვნენ გამორჩეული ჩაცმულობებით. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ სტატია წლევანდელი გამორჩეული "ლუქების" შესახებ.
ჩვენთვის, ქართველებისთვის, გამორჩეული იყო წითელ ხალიჩაზე ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის გამოსვლაც. ხატიამ ამ მნიშვნელოვან დღეს ასევე ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის შავი კაბა მოირგო, რომელსაც დამახასიათებელი, დიდი ზომის მხრები და შლეიფი ამშვენებდა. ფილმზე მუშაობა ანჯელინასთვის ახალ გამოცდილებასთან იყო დაკავშირებული: "სირთულე არა ტექნიკურ ნაწილს, არამედ ემოციურ მდგომარეობას ეხებოდა, რომ მეპოვა საკუთარი ხმა, რომ გამომეხატა საკუთარი თავი", - ამბობდა ის.
ემოციური აღმოჩნდა ჯოლის გამოჩენა წითელ ხალიჩაზეც. როცა ის ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა, აღფრთოვანებული გულშემატკივრები მას 10 წუთის მანძილზე უკრავდნენ ტაშს, ამ ოვაციებმა კი მსახიობი აატირა.
2024 წლის ვენეციის კინოფესტივალს გამოარჩევს ისიც, რომ 2007 წლის შემდეგ პირველად, მას მსოფლიო ვარსკვლავი, სილამაზის სიმბოლოდ აღიარებული ანჯელინა ჯოლიც ესწრება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ფესტივალის ფარგლებში იმართება მარია კალასის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიულ ფილმის პრემიერა, რომელშიც მთავარ როლს სწორედ ჯოლი ასრულებს.
პრემიერისთვის ანჯელინა ჯოლიმ არჩევანი Tamara Ralph-ის კრემისფერი კაბა მოირგო, რომელიც ბეწვის დეტალებითა და აქსესუარებით გააფორმა.