საოცარი მსგავსება დედა-შვილს შორის - ნინო სურგულაძე პატარა ნატალიკოს ფოტოს აქვეყნებს - Marao

საოცარი მსგავსება დედა-შვილს შორის - ნინო სურგულაძე პატარა ნატალიკოს ფოტოს აქვეყნებს

2024-09-05 12:23:58+04:00

რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ყველასთვის საყვარელი მომღერალი, მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე შეყვარებული იყო. ის საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ იშვიათად საუბრობდა, თუმცა ახლა ოჯახურ კადრებს ხშირად გვიზიარებს. ნინო სურგულაძემ გიორგი ინწკირველზე იქორწინა. მათ ტყუპები, ნატალია და ზაქარია ჰყავთ.

ამჯერად ნინო ნატალიას ფოტოს აქვეყნებს. 

  • „ჩემსა და გიორგის შორის გრძნობა რომ გაჩნდა, თითქოს თავში რაღაც დამეცა" - ვინ არის და რას საქმიანობს ნინო სურგულაძის ქმარი 
  • ტოპ-10 ყველაზე პოპულარული დედა-შვილი საქართველოში 

ნინო სურგულაძე

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.

გარდა წარმატებული კარიერისა, ნინო სურგულაძე ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპის მშობლები გახდებოდნენ:

"რასაც უნდა აკეთებდეს ქალი, უპირველესად, ქალად უნდა იგრძნოს თავი - მე მეუღლეში ძალიან გამიმართლა... გენეტიკურად ტყუპები არც ერთს გვყავდა, ყველაზე დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში ეს ორი ანგელოზია - ნატალია და ზაქარია"  - ამბობდა მომღერალი.

ნინო სურგულაძის მეუღლე იურისტი გიორგი ინწკირველია, რომელიც ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, გივი ინწკირველის შვილიშვილია.