სკოლისთვის სამზადისი სხვადასხვა განსხვავებულ ემოციას აერთიანებს. ღელვა, მოლოდინი, სიხარული და ამავდროულად, სტრესი, რომელსაც უამრავი ახალი ნივთის შეძენის პროცესი იწვევს. სასკოლო ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც სკოლის და განსაკუთრებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეს სჭირდება, საკმაოდ დიდია. ხშირად მათ საყიდლად სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლა და საკმაოდ დიდ რიგში დგომაც უწევთ. ბავშვებს კი მათთვის სასურველი ნივთების შესაძენად ბევრი დრო, მშვიდი და სასიამოვნო გარემო სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ ადგილი, სადაც ბავშვიცა და მშობელიც სტრესის გარეშე შეძლებს სკოლისთვის მომზადებას.
საქართველოში ასეთი გამორჩეული სივრცე გახლავთ „ბიბლუსი“, რომლის ფილიალებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარეობს და მომხმარებლებს წიგნებთან ერთად სრულ სასკოლო პროდუქციას სთავაზობს.
ქსელში რამდენიმე ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი შემდეგ ბრენდებს უჭირავს:
- Milan - ესპანური პრემიუმ ბრენდი, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა;
- Ponto – „ბიბლუსის“ მიერ შექმნილი ქართული ბრენდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოება და აერთიანებს მაღალ ხარისხს და ხელმისაწვდომ ფასს;
- Paso - პოლონური ბრენდი მაღალი ხარისხის პროდუქციით.
აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსში“, პროდუქციის მრავალფეროვნებასთან ერთად, ფასებიც მრავალფეროვანია. შესაბამისად, მომხმარებლები სხვადასხვა ბიუჯეტით შეძლებენ სკოლისთვის საჭირო სრული პროდუქციის შეძენას.
ერთ სივრცეში შეძლებთ შეიძინოთ:
- ჩანთა14.99 ლარიდან
- პენალი 1.99 ლარიდან
- საწერი კალამი 0.15 ლარიდან
- ფერადი ფანქრები 1.25 ლარიდან
- ფლომასტერები 1.5 ლარიდან
- რვეულები 0.4 ლარიდან
- უბრალო ფანქარი - 0.3 ლარიდან
- პლასტილინი 1.5 ლარიდან
- საშლელი 0.15 ლარიდან
- სათლელი 0.15 ლარიდან
- წებო 0.3 ლარიდან
- ფერადი ფურცლები - 2.99 ლარიდან
- სახაზავი 0.5 ლარიდან
სასკოლო პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ „ბიბლუსის“ ვებგვერდზე. შეძენილ ნივთებს სასურველ მისამართზე მიიღებთ.
R