"დისნეის" ყოფილი ვარსკვლავი მილიარდერი გახდა: რომანტიკული დრამები, მუსიკალური ჰიტები და მილიარდერის სტატუსი - Marao

"დისნეის" ყოფილი ვარსკვლავი მილიარდერი გახდა: რომანტიკული დრამები, მუსიკალური ჰიტები და მილიარდერის სტატუსი

2024-09-09 11:17:07+04:00

32 წლის ასაკში ამერიკელი პოპ-მუსიკოსი, მსახიობი და ბიზნესმენი სელენა გომეზი მილიარდერი გახდა. მისი ქონება ამ დროისთვის 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაშიც მას მნიშვნელოვნად დაეხმარა მაკიაჟის ხაზი “Rare Beauty”, რომელიც გომეზმა 2019 წლის 22 თებერვალს დააფუძნა.

სელენა გომეზი

სელენა მარია გომეზი დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის ყოფილი თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა – და რიკარდო გომესის შვილია. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, ხოლო დედას იტალიური ფესვები აქვს. მენდი სულ 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია. გოგონა ხშირად დადიოდა დედასთან თეატრში რეპეტიციების დროს, რამაც გადააწყვეტინა, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა გამხდარიყო.

  • მისტერ და მისის ბიბერები - რატომ საუბრობს ყველა ვარსკვლავური წყვილის დაშორებაზე, როცა ისინი ბედნიერი თანაცხოვრების 5 წელს აღნიშნავენ 
  • ორი გოგოს გამო დაპირისპირებული "სამყარო' - რა ხდება სინამდვილეში ჰეილი ბიბერსა და სელენა გომესს შორის 

ადრეული კარიერა

სელენამ სამსახიობო კარიერა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, გაიანას როლის შესრულებით სერიალში „ბარნი და მეგობრები“. 2004 წელს დაიწყო მისი და "დისნეის" თანამშრომლობა. გამოჩნდა სერიალში „ჰანა მონტანა“. ამ წლებში ასრულებდა მცირე როლებს ფილმებსა და სერიალებში, შოუებში, რითაც ფართო საზოგადოებას გააცნო თავი. 

2007 წელს სელენა გამოჩნდა "დისნეის" სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, სელენას ახალ მაილი საირუსად მოიხსენიებდნენ. 

მუსიკალური კარიერა

2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა "Cruela De Vill". მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი "Hollywood Records"-თან. სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო "Kiss & Tell" გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს. 2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ. მომდევნო ალბომი "When the Sun Goes Down," წინა სახელწოდებით "Otherside," გამოვიდა 28 ივნისს. ალბომის პირველი სინგლი "Who Says" გამოვიდა 14 მარტს, ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love Song" 17 მარტს. 

სელენა და ჯასტინ ბიბერი

სე­ლე­ნა და ჯას­ტი­ნი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ამ პე­რი­ოდ­ში ისი­ნი რამ­დენ­ჯერ­მე და­შორ­დნენ და შე­რიგ­დნენ. ბო­ლოს 2017 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2018 წლის მარ­ტამ­დე იყ­ვნენ ერ­თად.

2018 წელს, სე­ლე­ნა გო­მეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტი­დან მა­ლე­ვე, ჯას­ტინ ბი­ბე­რი ჰე­ი­ლი­ზე და­ი­ნიშ­ნა. იმის გამო, რომ ჯას­ტი­ნის ამ ორ ურ­თი­ერ­თო­ბას შო­რის დრო­ის მცი­რე შუ­ა­ლე­დი იყო, სე­ლე­ნა გო­მე­სის ფა­ნე­ბი ჯას­ტინს ღა­ლატ­ში სდებ­დნენ ბრალს და ისი­ნი რო­გორც ჯას­ტინს, ასე­ვე ჰე­ი­ლის უტევ­დნენ.

მას შემ­დეგ, ჰე­ი­ლი ბი­ბე­რის­კენ მი­მარ­თუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი და მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მე­სი­ჯე­ბი არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. მოგვიანებით, პოდ­კას­ტში სა­უბ­რი­სას, ჰე­ი­ლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ჯას­ტინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ა­ბამ­და, თუ მას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეყო­ლე­ბო­და. "ჩემს ბუ­ნე­ბა­ში არაა სხვის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩა­რე­ვა. ამას არას­დროს გა­ვა­კე­თებ­დი. ჩემს მშობ­ლებს ასე არ გა­ვუზ­რდი­ვარ“, - ამბობდა მო­დე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში.