32 წლის ასაკში ამერიკელი პოპ-მუსიკოსი, მსახიობი და ბიზნესმენი სელენა გომეზი მილიარდერი გახდა. მისი ქონება ამ დროისთვის 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაშიც მას მნიშვნელოვნად დაეხმარა მაკიაჟის ხაზი “Rare Beauty”, რომელიც გომეზმა 2019 წლის 22 თებერვალს დააფუძნა.
სელენა მარია გომეზი დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის ყოფილი თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა – და რიკარდო გომესის შვილია. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, ხოლო დედას იტალიური ფესვები აქვს. მენდი სულ 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია. გოგონა ხშირად დადიოდა დედასთან თეატრში რეპეტიციების დროს, რამაც გადააწყვეტინა, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა გამხდარიყო.
სელენამ სამსახიობო კარიერა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, გაიანას როლის შესრულებით სერიალში „ბარნი და მეგობრები“. 2004 წელს დაიწყო მისი და "დისნეის" თანამშრომლობა. გამოჩნდა სერიალში „ჰანა მონტანა“. ამ წლებში ასრულებდა მცირე როლებს ფილმებსა და სერიალებში, შოუებში, რითაც ფართო საზოგადოებას გააცნო თავი.
2007 წელს სელენა გამოჩნდა "დისნეის" სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, სელენას ახალ მაილი საირუსად მოიხსენიებდნენ.
2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა "Cruela De Vill". მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი "Hollywood Records"-თან. სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო "Kiss & Tell" გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს. 2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ. მომდევნო ალბომი "When the Sun Goes Down," წინა სახელწოდებით "Otherside," გამოვიდა 28 ივნისს. ალბომის პირველი სინგლი "Who Says" გამოვიდა 14 მარტს, ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love Song" 17 მარტს.
სელენა და ჯასტინი 10 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ პერიოდში ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ და შერიგდნენ. ბოლოს 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტამდე იყვნენ ერთად.
2018 წელს, სელენა გომესთან ურთიერთობის გაწყვეტიდან მალევე, ჯასტინ ბიბერი ჰეილიზე დაინიშნა. იმის გამო, რომ ჯასტინის ამ ორ ურთიერთობას შორის დროის მცირე შუალედი იყო, სელენა გომესის ფანები ჯასტინს ღალატში სდებდნენ ბრალს და ისინი როგორც ჯასტინს, ასევე ჰეილის უტევდნენ.
მას შემდეგ, ჰეილი ბიბერისკენ მიმართული ნეგატიური და მუქარის შემცველი მესიჯები არ შეჩერებულა. მოგვიანებით, პოდკასტში საუბრისას, ჰეილიმ განაცხადა, რომ ჯასტინთან ურთიერთობას არავითარ შემთხვევაში არ გააბამდა, თუ მას შეყვარებული ეყოლებოდა. "ჩემს ბუნებაში არაა სხვის ურთიერთობაში ჩარევა. ამას არასდროს გავაკეთებდი. ჩემს მშობლებს ასე არ გავუზრდივარ“, - ამბობდა მოდელი ინტერვიუში.