ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ოდრი ჰეპბერნმა სიყვარული 49 წლის ასაკში იპოვა. მსახიობის რჩეული ჰოლანდიაში დაბადებული ბიზნესმენი რობერტ ვოლდერსი გახდა. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ისაუბრა ოდრისთან ურთიერთობაზე და იმაზეც, თუ რატომ არ დააკანონეს ქორწინება.
"ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ერთმანეთს შევხვდით, ორივეს გვქონდა შეცდომები დაშვებული პირად ცხოვრებაში და ამ მხრივ გამოცდილებიც ვიყავით. სხვა დროს რომ შევხვედროდით, ალბათ ისე კარგად ვერ გავუგებდით. ჩვენმა საერთო მეგობარმა მირჩია, სადილზე დამეპატიჟებინა, თუმცა მაშინ გადაღებები ჰქონდა. მეორე დღეს თავად დამპატიჟა სასმელზე... რაც სამსაათიან საუბარში გადაიზარდა. მალე მივხვდით, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავი" - ამბობს რობერტი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არასდროს შესთავაზა ოდრის ცოლობა, ვოლდერსი პასუხობს, რომ ამის საჭიროება არ უგრძნიათ.
"ჩვენთვის ასე უფრო რომანტიკული იყო. ახალგაზრდები რომ ვყოფილიყავით და შვილების გაჩენაზე გვეფიქრა, მაშინ დავფიქრდებოდით. მაგრამ ასე არ იყო..."