32 წლის მომღერალმა და მსახიობმა სელენა გომეზმა Vanity Fair-თან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა იმ მძიმე პერიოდზე, რომელიც 2018 წელს გადაიტანა, ფსიქოზსა და ბიპოლარულ აშლილობაზე - სწორედ ეს იყო მისი დიაგნოზი. კარგა ხანს ჰქონდა ჰალუცინაციები და კლინიკაშიც იწვა, რადგან პარანოიას ვერ უმკლავდებოდა. ყველაზე მტკივნეული, რაც იყო მის აღიარებაში, ის გახლავთ, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა, თავად ვერ შეძლებს შვილის გაჩენას, ორსულობას, იმ ძლიერი წამლების გამო, რომლებსაც ბიპოლარული აშლილობის კონტროლისთვის ახლაც იღებს. თუმცა იმისიც სჯერა, რომ სხვა საშუალებებით ოდესმე დედა გახდება.
„ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ სამწუხაროდ, მაქვს ბევრი სამედიცინო პრობლემა, რის გამოც უსაფრთხო ორსულობა ვერ მექნება. პროცესი საფრთხეში ჩააგდებს როგორც ჩემი, ისე ბავშვის სიცოცხლეს. დიდი შრომა დამჭირდა, მეღიარებინა, რომ ბიპოლარული აშლილობა მაქვს და გავმკლავებოდი ამას, რადგან ის არასოდეს წავა, მე მასთან ერთად უნდა ვიცხოვრო...
ისე გავიზარდე, სულ ვფიქრობდი, რომ 25 წლის გავთხოვდებოდი... სრულიად ავცდი ამ ყველაფერს და ვფიქრობდი, რომ ჩემი სამყარო დაიმსხვრა..." - ამბობს სელენა.
სელენა გომეზის დაავადება
სელენა წლები იტანჯებოდა განუკურნებელი დაავადების - მჭამელას გამო. ეს არის შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ნებისმიერ ორგანოზე. დიაგნოსტიკა რთულია, რადგან მას სხვა დაავადებების სიმპტომებს ამსგავსებს. ამის გამო ადამიანს შეუძლია დიაგნოსტიკა „დაიწყოს“ და მივიდეს იმ უკიდურეს სტადიამდე, როცა შესაძლოა საჭირო გახდეს ორგანოს გადანერგვა.
სელენა სწორედ ასეთი შემთხვევაა. მას მეგობარმა, მსახიობმა ფრანსია რაისმა, თირკმელი გადაუნერგა.