საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მეუღლე ელენე ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.
მან ამჯერადაც ულამაზესი კადრები გაგვიზიარა და გამომწერების მხრიდან უამრავი თბილი კომენტარი მიიღო:
გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი
გიორგისა და მისი უმშვენიერესი მეუღლის, ელენე ეპიტაშვილის შესახებ მედია ხშირად წერს.
ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.
ელენე პიტაშვილი წლების მანძილზე თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტო IC Model Management-თან და მათ გვერდზე მშვენიერი მოდელის არაერთ კადრსაც შეხვდებით. განსაკუთრებული იყო ელენეს გამოჩენა ქართველი მუსიკოსის, ნოდიკო ტატიშვილის კლიპში "სიყვარულის გემი".
ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: "შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს. სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს.
მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც", - ამბობდა გიორგი.