ვენსანის მეგობარი გოგონა ნარა ბაპტისტა, რომელთან ერთადაც წელიწადზე მეტია არის, ორსულობის ფოტოს ავრცელებს. 57 წლის მსახიობის 27 წლის რჩეულის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ვენსან კასელი და ტინა კუნაკი
"ტინასთან შეხვედრამდე ჩემი ცხოვრება ცარიელი იყო“ - სწორედ ამ ფრაზით ახსნა ვენსან კასელმა თავისი და ტინა ტუნაკის ურთიერთობა. მიუხედავად დიდი ასაკობრივი განსხვავებისა, ჰარმონია და სიყვარული მათ ურთიერთობაში მუდამ იგრძნობოდა. ტინა 26 წლის ფრანგი მოდელია. წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს იბიცაზე გაიცნო. მოდელის თქმით, წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ვენსანი. „მე სოფელში გავიზარდე. ჩვენ არ გვქონდა ტელევიზორი და არც კინოში დავდიოდით. ბავშვობაში ჩემი ინტერესები შემოიფარგლებოდა მხოლოდ სკოლით და ფეხბურთის თამაშით. ვენსან კასელის შესახებ არაფერი ვიცოდი მანამ, სანამ მას პაპარაცები არ დაეხვივნენ თავს” - ამბობდა ტინა.
ჰყავთ საერთო შვილი, გოგონა - ამაზონი. სულ ცოტა ხნის წინ, ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდგომ, ტინამ და ვენსანმა დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს და ეს რამდენიმე ინტერვიუშიც დაადასტურეს, თუმცა მიზეზებზე საუბარს თავს არიდებენ. ამასობაში კი ვენსანს ახალი სიყვარული ჰყავს. ის 27 წლის ავსტრალიელ მოდელს, ნარა ბაპტისტას ხვდება. ამბობენ, რომ ნარა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ტინა კუნაკის და ამას ტაბლოიდები ტინასთან დაშორების გამო ვენსანის სინანულს მიაწერენ.