61 წლის დემი მური ორალ ფარჟის ფილმის, "სუბსტანციის" პრემიერაზე გამოჩნდა. ფილმი წელს პირველად კანის კინოფესტივალზე წარადგინეს და საუკეთესო სცენარისთვის მიიღო "ოქროს პალმის რტო".
მთავარ როლს დემი მური ასრულებს და მისი გმირი ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებისთვის იბრძვის. დემიმ ამ თემაზე ცოტა რამ ნამდვილად არ იცის. 61 წლის ასაკში მართლა შესანიშნავად გამოიყურება. პრემიერაზე სამი ქალიშვილი უმშვენებდა გვერდს, თუმცა ფოტოების გავრცელების შემდეგ უამრავი ადამიანი წერდა, რომ დემიმ ქალიშვილები კვლავ დაჩრდილა საკუთარი გარეგნობით და ბრწყინვალებით.


დემი მური
დემი მური (დაბადებისას დემეტრია ჯინი) შტატ ნიუ-მექსიკოს ქალაქ როსველში დაიბადა 1962 წლის 11 ნოემბერს. გაიზარდა გაჭირვებულ ოჯახში, დედა და მამინაცვალი ლოთები იყვნენ და საცხოვრებელ ადგილსაც ხშირად იცვლიდნენ. დემიმ 16 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და სამოდელო სააგენტოს მიაკითხა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემის ახალგაზრდა მეზობელმა ნასტასია კინსკიმ კინოში გადაღება ურჩია.
დემი 18 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად როკ-მუსიკოს ფრედი მურს. 1987 წელს ის მეორედ გათხოვდა მსახიობ ბრიუს უილისზე, 2005 წელს კი - კომედიურ მსახიობ ეშტონ კაჩერზე.
ერთ-ერთი პირველი როლი სერიალ „საერთო პროფილის საავადმყოფოში“ შეასრულა (1982-83). ამ ხანებში კოკაინს მიეჩვია. ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან 1985 წელს, ფილმ „წმინდა ელმოს ცეცხლის“ გადაღებისას განიკურნა, რაც რეჟისორ ჯოელ შუმახერის დამსახურებაა.
1990-იანების დამდეგს დემი ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად მიიჩნევა. ის მონაწილეობას იღებს ფილმებში: „მოჩვენება“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, „სტრიპტიზი“, რაც მას სუპერვარსკვლავის სტატუსს ანიჭებს.
2003 წელს დემი მურს ანტიპრიზი „ოქროს ჟოლო“ მისცეს, როგორც ყველაზე ცუდ მსახიობს მეორეხარისხოვანი როლისთვის. იგივე პრიზები შეხვდა მას 1996 და 1997 წლებში მთავარი როლებისთვისაც.