"დღის მანძილზე, ჯამში, ორ ლიტრ ნადგომ წყალს ვსვამდი, და რაც შეეხება მენიუს, ის იყო ძირითადად ბოსტნეულით დატვირთული" - ანა ახვლედიანი - Marao

"დღის მანძილზე, ჯამში, ორ ლიტრ ნადგომ წყალს ვსვამდი და რაც შეეხება მენიუს, ის იყო ძირითადად ბოსტნეულით დატვირთული" - ანა ახვლედიანი

2024-09-20 09:47:31+04:00

მოდელი ქუთაისიდან - ასე გაიცნო ულამაზესი ანა ახვლედიანი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ. ანას წარმატებულ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ და გოგონას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავს უწოდებდნენ. თბილისის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობის შემდეგ მოდელი უკვე ჩვენებებზე გამოდიოდა და მისით პარიზისა და ლონდონის სამოდელო სააგენტოები დაინტერესდნენ. 2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კასტინგზე 500 გოგონადან ამოარჩიეს. გოგონა თანამშრომლობდა მოდის ისეთ გამოცემებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management და სხვ. 

  • ტოპ-10 ყველაზე პოპულარული დედა-შვილი საქართველოში 
  • ბედნიერი ოჯახის პორტრეტი - მოდელი ანა ახვლედიანის ფოტოები მეუღლესა და შვილთან ერთად 

ამჯერად ანა გამომწერებს თავისი კვების რაციონს უზიარებს:

  • გასულ ოქტომბერს 10 კგ-ით მეტი ვიყავი, რაც დისკომფორტს მიქმნიდა. ჩემი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, დღის მანძილზე მიღებული კალორიები შემემცირებინა 1300-მდე და მევარჯიშა მინიმუმ კვირაში 3-ჯერ. დღის მანძილზე, ჯამში, ორ ლიტრ ნადგომ წყალს ვსვამდი და რაც შეეხება მენიუს, ის იყო ძირითადად ბოსტნეულით დატვირთული, შედარებით ნაკლები ცილითა და ნახშირწყლებით.

ანა ახვლედიანის ოჯახი 

ანას დედა, არიადნა რენო, ბერძენია, მამა - ქართველი. ხშირად წერენ, რომ ანაში ამ ორი ერის საუკეთესო თვისებებია თავმოყრილი. ანას მეუღლე მოდელი გიგი ბერაიაა. ერ­თმა­ნე­თი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნეს. მალე კა­რი­ე­რის გამო ანას სა­ზღვარ­გა­რეთ მო­უ­წია წას­ვლა და წყვილ­მა კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თმა­ნეთს და­უბ­რუნ­დნენ.

მათი წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გამო მო­ექ­ცა და მათ­ზე ხში­რად იწე­რე­ბო­და. მალე იქორ­წი­ნეს და ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყეს. "ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ და ჩემ­თვის ოჯა­ხი სულ პირ­ველ ად­გი­ლას იქ­ნე­ბა!..“ - ამ­ბობ­და უცხო­ეთ­ში კა­რი­ე­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ანა. 2018 წელს ანას და გი­გის ქა­ლიშ­ვი­ლი ევა გა­უჩ­ნდათ. ევა დედასთან ერთად ხშირად ჩნდება, მასაც უყვარს ლამაზი სამოსის მორგება და სარკის წინ ტრიალი. პატარა ევას კადრები კი ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.