ვიკა კალანდია დაიბადა თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
ქართველი მაყურებლისთვის პოპულარული იგი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული თიკას როლით გახდა.
რამდენიმე წლის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვიკა “Netflix”-ის ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ტელეწამყვანმა ბახვა ბრეგვაძემ დაწერა.
„როგორ მიხარია რომ პირველად მე ვწერ ამ ამბავს, ჯერ ეპიზოდური როლით , მაგრამ მაინც ფანტასტიკაა, ძალიან მაგარი და გადასარევი ამბავია რომ ვიკა კალანდია “Netflix”-ის ახალ სერიალში გამოჩნდება, რომელსაც Peter Webber-ი იღებს. წინ კიდევ დიდი გეგმები და პროექტებია... უკვე ხელს ვერაფერი ვეღარ შეუშლის. ამიტომ, შეგვიძლია ხმამაღლა ვიზეიმოთ. ხოდა ვაშაა“, - წერდა ბახვა ბრეგვაძე.
ვიკა კალანდიას სტილი
ყველას მოსწონს „ლუი ვიტონის“ ფეხსაცმელი, მაგრამ საერთოდ არ მიყვარს უცხოურ ბრენდებზე ჩაციკვლა. თუმცა, ლამაზი სამოსი, ჩანთები და აქსესუარები ძალიან მომწონს. მაქვს ჩემი სტილი და ყოველდღიურად ვცდილობ, ლამაზად გამოვიყურებოდე. ერთადერთი, რაც ჩემი და თიკასი ემთხვევა, გარდერობია. სერიალში, ძირითადად, საკუთარი სამოსი მაცვია. მეც მიყვარს ქალურად ჩაცმა. სპორტული სამოსი ჩემი სტილი არაა. მახსოვს, ერთადერთხელ მქონდა კედები, ისიც იმიტომ, რომ ძაღლს ვასეირნებდი. მერე ის ძაღლი მოკვდა და კედებიც აღარ გამომიყენებია (იცინის). ალბათ, 10 წელზე მეტია, ქუსლებით დავდივარ. ერთხელ, მეგობართან, ანი გიუნტერთან ერთად, დასასვენებლად წავედი კაჭრეთში. ბუნებრივია, იქ მაღალქუსლიანებით ვერ ვივლიდი და ორი დღე კედებში გავატარე. ჩემი ფეხი დაბალძირიან ფეხსაცმელს იმდენად იყო გადაჩვეული, რომ ჩამოვედი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი. ფეხები საშინლად მტკიოდა. ამიტომ, მათი ჩაცმის სურვილიც არ მაქვს. სხვათა შორის, საჭესთანაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.
22 წლის ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა. ლევანი ერქვა და პირველად რომ დავინახე, აი, მაშინვე დავმუნჯდი. ამას თუ წაიკითხავს, ალბათ, თვითონაც გულიანად გაეცინება. ზუსტად მაშინ დავიწყე გაპრანჭვა" - ამბობდა მსახიობი.