კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.
კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ.
მარიამ მამულაშვილი
მარიკო ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს. როგორც ცნობილია მარიამი სამხატვრო აკადემიაში დაზგურ ფერწერას სწავლობს.
"ძალიან პასუხისმგებლობიანი გოგოა. რაც დრო გადის, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მომწონს. ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია. მოკლედ, კარგი გოგოა.მარიკო ცალკე ცხოვრობს, ოღონდ ჩემ გვერდით. რა თქმა უნდა, დედის მეთვალყურეობა აუცილებელია, თუმცა ამ მეთვალყურეობასთან ერთად, მას დიდ თავისუფლებასაც ვაძლევ. რაც იზრდება, უფრო მემსგავსება. ადრე უფრო მამას ჰგავდა, მაგრამ ბოლო დროს ჩემი გამოხედვა და ხასიათი დავიჭირე…
რა თქმა უნდა, ქალი უნდა იყოს რეალიზებული და ქალს უნდა ჰქონდეს თავისი პროფესია და უნდა ჰქონდეს შემოსავალი. მე მყავს ერთი შვილი, მარიკო, რომელიც 22 წლის ხდება თებერვალში. მე მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი. მარიკო არაჩვეულებრივ გარემოში იზრდებოდა ბებიასთან. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად მე ვიყავი მასთან, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მე დღეს არ მქონდეს სინანულის შეგრძნება.
მე ახლა ნელ-ნელა ვეცნობი შვილს. მე მას კარგად არ ვიცნობ. ის ძალიან ჭკვიანი და გულიანი გოგოა. ის არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია და ვიცი, რატომაც არ ამბობს ამას. მას არ უნდა ეს პროფესია, იმიტომ, რომ ამ პროფესიამ მას მშობლები წაართვა. ვიცოდი, რომ ერთ დღეს მომიწევდა ამაზე საუბარი... 15- 16 წლის რომ იყო, მისი ნახატები ვიპოვეთ, რომლებიც დახატული ჰქონდა 5-6 წლის ასაკში. მარიკომ დახატა ბავშვი, რომელიც ტირის.
ვკითხე, ეს ბავშვი რატომ ტირის-მეთქი და მიპასუხა, დედა ენატრებაო. მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად დადგებოდა დრო, როდესაც მე მასთან მომიწევდა ამ ჩემს არანორმალურ გრაფიკზე საუბარი“, - ამბობდა ლელა წურწუმია.