ბევრს სმენია მელოდრამების "დიდებული საუკუნე", "დააკაკუნე ჩემს კარზე" ან "შავ-თეთრი სიყვარულის" შესახებ. მაშინაც კი, თუ თქვენ მხოლოდ რამდენიმე კადრი გინახავთ სერიალიდან, აუცილებლად ამოიცნობთ ათასობით ლამაზ თურქ მსახიობს.
ბერენ საატი
2012 წლის სექტემბრის ბოლოს გამოვიდა ირანელი რეჟისორის, ბახმან გობადის დრამა "მარტორქების სეზონი", სადაც ბერენი თამაშობდა მონიკა ბელუჩისთან ერთად. 2013 წლიდან ბერენმა შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი ამერიკული სერიალის, „შურისძიების“ თურქულ ვერსიაში. ბერენ საათს ფილმში პარტნიორობა გაუწია ცნობილმა თურქმა მსახიობმა მერთ ფირატმა. ბერენ საათი 2008 წლიდან 2014 წლამდე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო თურქეთში.
ფაჰრიე ევჯენი
დაიბადა გერმანიაში, სოლენგენში. დედის მხრიდან ის ჩერქეზია, ხოლო მამის ოჯახი თურქეთის ემიგრანტია საბერძნეთიდან, ქავალადან. მისი ერთ-ერთი პირველი თვალსაჩინო როლი იყო სერიალი Yaprak Dökümü.
სერენაი სარიქაია
2010 წლის 1 აპრილს გახდა მის თურქეთი. 15 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში სადაც მეორე ადგილი დაიკავა და ჟიურის სპეიცალური ჯილდოც გადაეცა.
სარიქაიას დებიუტი სატელევიზიო შოუში შედგა 2006 წელს ფილმში დაბნეული და შემდეგ მოჰყვა ფილმი პლაჟზე (2008) იმავე წელს კი მონაწილეობა მიიღო ფილმში ლიმნის ხე და ზღაპარი და სატელევიზიო შოუში "ადანალი" (2008–2010).
ფარა ზეინეპ აბდულა
ეროვნული აღიარება მისი ფილმებისა და სატელევიზიო სერიალების წყალობით მოიპოვა. იგი არის Siyad-ის ორი ჯილდოს მფლობელი - ყველაზე პრესტიჟული კინოპრემია თურქეთში.
ლეილა ტანლარი
თურქი მსახიობი, მოდელი და ტანმოვარჯიშე. მსახიობობა დაიწყო 2014 წლის დრამატულ სერიალში Paramparça.