ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
შემოქმედებით ფაზაში ხართ. მარსი-იუპიტერის ამჟამინდელმა შეერთებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ამას. შესაძლოა შემთხვევითმა დამთხვევამ ან ინტუიციურმა იმპულსმა გიბიძგოთ, სცადოთ რაიმე ახალი.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
ახალი ნაცნობები, იდეები და შესაძლებლობები მიიპყრობს თქვენს ყურადღებას - თქვენ ნამდვილად მოგინდებათ მათი განხორციელება. ერთი გაბედული შესაძლებლობა თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
გჭირდებათ რამე თქვენი შემოქმედების გასაღვივებლად? ეს კვირა წარმატებული იქნება ისეთი ფინანსური ოპერაციებისათვის, რომლებიც დამოკიდებულია მოგზაურობაზე.
კირჩხიბი (22 ივნისი - 23 ივლისი)
მომავალი დღეები განსაკუთრებული და წარმატებული იქნება, რადგან თქვენი თანამოსაუბრეები გაგიხსნიან შესაძლებლობებს, რომელთა შესწავლაც მოგინდებათ. შეიძლება გამოჩნდეს რაღაც ძალიან საინტერესო კარიერაში.
ლომი (24 ივლისი - 23 აგვისტო)
ვენერა ხელს უწყობს თქვენი იმიჯის გაძლიერებას და სასარგებლო კავშირების შექმნას. მარსის და იუპიტერის ხელსაყრელი ასპექტი დაგეხმარებათ, იპოვოთ ბიზნესიდეა ან გააერთიანოთ რესურსები სხვებთან ერთად, რათა მიაღწიოთ იმას, რისი გაკეთებაც მარტო არ შეგიძლიათ.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ეს კვირა შემოქმედებითი აღმასვლისთვის მეტად პოზიტიური იქნება, თუმცა წარმატებას ელოდეთ პირად ცხოვრებაშიც.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
წარმატება გელით როგორც საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში. თუ თქვენ გაქვთ უნარები, რომლებიც აქამდე არ გამოგიყენებიათ, მაშინ იღბლიანი ასპექტი გიბიძგებთ, გამოავლინოთ მთელი თქვენი ნიჭი.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
ძალიან მოსაწყენი და გამაღიზიანებელი იქნებით ირგვლივ მყოფთათვის. ამის მიზეზი ზედმეტად დაძაბული სამუშაო კვირა იქნება. შეეცადეთ, გადაჭარბებული ემოციურობით არ მიუდგეთ ყოველგვარ წვრილმანს.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
შეიძლება იყოს ახალი მოვლენები, რომლებიც კარიერული ზრდის პოტენციალს გვთავაზობს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მეტი მობილიზება და სიმშვიდე გმართებთ ოჯახური პრობლემების გადაწყვეტისას. აჩქარება სიკეთეს არ მოგიტანთ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 21 იანვარი)
შეიძლება არსებობდეს ისეთი რამ, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ, მაგრამ არის ბევრი რამ, რაც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ. მიენდეთ ინტუიციას.
მერწყული (22 იანვარი - 19 თებერვალი)
ახალი და სიცოცხლის მომცემი ენერგიები შემოვა თქვენს სახლში - და ყველაფერი, რასაც ყიდულობთ, აისახება თქვენს მომავალ განზრახვებზე. დროა, მშვიდ და სტაბილურ ცხოვრებაზე იფიქროთ.
თევზები (20 თებერვალი - 20 მარტი)
წარმატება გელით პირად ცხოვრებაში. კარგი იქნება, თუ მეორე ნახევართან ერთად დიდ დროს გაატარებთ. დაპატიჟეთ ის სადმე. დღისით კარგი იქნება ბავშვების გარემოცვასა და ბუნებაში დროის გატარება.