სუპერმოდელმა კენდალ ჯენერმა იმიჯი შეიცვალა. მოდელმა თმა ქერად შეიღება, ახალ იმიჯს მისი გულშემატკივრებისგან დადებითი შეფასებები არ მოჰყოლია.
კენდალ ჯენერი
კენდალ ნიკოლ ჯენერი 1995 წლის 3 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში დაიბადა. იგი კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წევრია .მისი მეორე სახელი -ნიკოლი, კრის ჯენერის მეგობრის, ნიკოლ ბრაუნ სიმფსონის პატივსაცემად დაერქვა, რომელიც 1994 წელს მოკლეს.
კენდალ ჯენერმა მოდელობა 14 წლის ასაკში, 2009 წელს დაიწყო. მისი პირველი სამსახური სამოდელო სახლ „Forever 21“-ისთვის ფოტოსესიაში მონაწილეობა იყო. 2011 წლის სექტემბერში შერი ჰილის სამოდელო სახლის ტანისამოსი წარადგინა Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე. 2012 წლის ბოლოს, ის იყო ისეთი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა: „American Cheerleader“, „Teen Prom“,„Looks“, „Raine“, „GenLux“, „Lovecat“, და „Flavour Magazine“. 2012 წლის ნოემბერში მან Victoria Secret-ის ფოტოგრაფთან - რაშელ ჯეიმსთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიწყო.