კოკო როინიშვილისა და ანი იმნაძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. კოკო ცნობილი ოჯახიდანაა და ბავშვობიდან სარგებლობს საზოგადოების დიდი სიყვარულით. მისი მეუღლე ანი ასევე მსახიობია და წყვილს ერთი გოგონა ჰყავს.
ამჯერად ანი იმნაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს გვიზიარებს.
კოკო როინიშვილი
ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. თამრიკო ჭოხონელიძისა და გიორგი როინიშვილის შვილი. მარიამ როინიშვილის ძმა. არის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.
კოკო როინიშვილის ოჯახი
მშობლები - თამრიკო ჭოხონელიძე არის ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი და პიანისტი. დაიბადა მუსიკოსების — ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ ევსევი (კუკური) ჭოხონელიძისა და ელისაბედ (ლიზიკო) კალანდაძის ოჯახში. 1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებლის წოდებები.
გია როინიშვილი არის ქართველი მსახიობი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
მარიამ როინიშვილი - ქართველი სოპრანო, მარიამ როინიშვილი, 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლშიც. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც.