"რეალურ ცხოვრებაშიც ნინას ვგავარ, ოჯახის წევრებსაც უთქვამთ, შენ აქ სერიალი ხომ არ გგონიაო? - ანა ტყებუჩავა - Marao

"რეალურ ცხოვრებაშიც ნინას ვგავარ, ოჯახის წევრებსაც უთქვამთ, შენ აქ სერიალი ხომ არ გგონიაო? - ანა ტყებუჩავა

2024-09-25 16:27:14+04:00

12 წე­ლი­წა­დია პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის,  "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟია. მსა­ხი­ობ ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას ზო­გი­ერ­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი, ალ­ბათ, ნი­ნა­საც ეძა­ხის, რად­გან და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობს. სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა უწევს და სე­რი­ა­ლის გულ­შე­მატ­კი­ვარ­მაც დიდი ხა­ნია შე­იყ­ვა­რა. ქუ­ჩა­ში სცნო­ბენ, აჩე­რე­ბენ, ფო­ტოს იღე­ბენ, უღი­მი­ან და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ უყ­ვართ.

ამჯერად ანი ტყებუჩავა შვილებთან ერთად "რადიო ფორტუნას" სტუმარია:

ნენე: დედა ნინას დარიგებებისა და შენიშვნების მიცემაში ჰგავს. ბევრი მეკითხებოდა, თუ მინდოდა მსახიობი გამოვსულიყავი. მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ დედას პროფესიას გავყვებოდი. 

ანი: ზოგადად, მშრომელი ადამიანი ვარ.. მიყვარს, როცა დაკავებული ვარ... ყოველთვის ვფიქრობ მომავალზე, მინდა წარმოვიდგინო, როგორი იქნება... ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მრჩეველია. აზრს ხშირად ვეკითხები. ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ. რეალურ ცხოვრებაშიც ნინას ვგავარ. ოჯახის წევრებსაც უთქვამთ, შენ აქ სერიალი ხომ არ გგონიაო?

  • "ჩცდ"-ის მსახიობები ერთად შეიკრიბნენ - ანა ტყებუჩავა ახალ ვიდეოს გვიზიარებს 
  • ქორწინების 11 წლის იუბილე და ოჯახური იდილია: "ნინა" ეკრანს მიღმა 

ანა ტყებუჩავა ნინას როლში

 "ეს როლი მა­შინ მომ­ცეს, როცა 22 წლის ვი­ყა­ვი. თან ბავ­შვი შე­მე­ძი­ნა და ეს წლე­ბი ბევრ ემო­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი, ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. გა­მი­მარ­თლა იმა­შიც, რომ ამ ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - პო­პუ­ლა­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა სე­რი­ა­ლი და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბიც უნდა იყოს, მეტი და უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად.

ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ქარ­თუ­ლი, ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლეს ასა­ხავს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. ჩცდ-ს ყვე­ლა­ნი "პირ­ველ შვილს“ ვე­ძა­ხით და მისი წარ­მა­ტე­ბა სიყ­ვა­რუ­ლია, რაც ამ ყვე­ლაფ­რის დიდი გა­მარ­თლე­ბაა. კი, ჩემი რო­ლიც მთა­ვა­რია. ჩემს გმირს, რა თქმა უნდა, თა­ნა­ვუგ­რძნობ, ბევრ რა­ღა­ცა­შიც არ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად მეს­მის მისი..." - ამბობდა ანა.