ტყუპისცალი ძმა, წარმატებული სამსახიობო კარიერა და ლონდონური ცხოვრება - ლელა მებურიშვილი - Marao

ტყუპისცალი ძმა, წარმატებული სამსახიობო კარიერა და ლონდონური ცხოვრება - ლელა მებურიშვილი

2024-09-26 13:49:58+04:00

ლელა დაიბადა 1983 წლის 22 სექტემბერს. ფართო აუდიტორიამ იგი ტელევიზიიდან გაიცნო და შეიყვარა. "შუა ქალაქში" შესრულებული „თიკას" როლის შემდეგ იგი „დეტექტივად” მოგვევლინა. ხოლო ამის შემდეგ იგი გამოჩნდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში". 

ბავშვობა

„ჩემი მეგობრები იხსენებენ, რომ ბავშვობაში სულ იგონებდით რაღაცასო. სკოლაში ტირილს დაიწყებდი, ვითომ შენი ძმა ცუდად გახდაო. მერე გაგათავისუფლებდნენ და ასე იპარებოდით შატალოზეო. მახსოვს, რომ ყოველდღე ჩემი ძმა იგონებდა, რომ ვითომ თავი ან ფეხი სტკიოდა. ჩვენ ჩავდიოდით ექიმთან, რომელსაც ვთხოვდი, რომ ჩემს ძმას მარტო ვერ გავუშვებ-მეთქი, ამიტომ მეც თან მივყვებოდი. მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა ერთმანეთს ძალიან ბევრ რაღაცაში ვგავართ. შეიძლება უცებ დამირეკოს და მკითხოს: "რა ხდება?" ამ დროს მართლა რაღაც ხდებოდეს. როცა პირველად ვნახე, როგორ მშობიარობს ქალი, ამან იმდენად მძაფრად იმოქმედა ჩემზე, რომ მთელი ღამე ვტიროდი. დედას ვეუბნებოდი: მეც ასე უნდა ვიმშობიარო-მეთქი? მაშინ მან მითხრა: შენ თუ გინდა, გააჩენ ბავშვს; თუ გინდა, არ გააჩენო. ახლაც მახსოვს, მაშინ როგორ მომეშვა.“

პირადი ცხოვრება

ლელას მე­უღ­ლე ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩ სო­ფიო ქა­ცა­რა­ვას ერთ-ერთი მო­ად­გი­ლეა, ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ლე­ლას ხში­რად უწევს დას­წრე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რაც ბრი­ტა­ნეთ­ში ყო­ველ­თვის მა­ღალ დო­ნე­ზე ტარ­დე­ბა. 

ლელა ახლა შვილებთან და მეუღლესთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. დროდადრო კი სამშობლოსაც სტუმრობს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოში ჩამოსასვლელად მისი მშობლები არიან: საქართველოში, პირველ რიგში, ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა, მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას.

„ზამ­თარ­ში ჩა­მო­ვე­დით და ცოტა გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ გა­ზა­ფხუ­ლი და ზა­ფხუ­ლი მშვე­ნი­ე­რი გა­მოდ­გა, რაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ლონ­დო­ნის­თვის. ბავ­შვე­ბი კარ­გად გრძნო­ბენ თავს, უკვე ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავთ, სკო­ლა­საც მი­ეჩ­ვივ­ნენ. ბავ­შვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მშობ­ლებ­თან ერ­თად იყ­ვნენ. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ისი­ნი თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­დნენ. ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შორს ყოფ­ნაა.

  • ლელა მებურიშვილის სტილი, როგორც შთაგონების წყარო - მსახიობის ახალი ფოტოები ბელგიიდან 
  • TOP 10 ყველაზე გემოვნებიანი ქართველი ქალი 

მარ­თა­ლია, სოცქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რად ახ­ლოს ყოფ­ნა სულ სხვაა. ვეც­დე­ბი, ხში­რად ჩა­მო­ვი­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში და არ მოვ­წყდე არც მათ და არც ჩემს საქ­მეს. აგ­ვის­ტო­ში ჩა­მო­ვალთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შვებ­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რონ, ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად...“ - ამ­ბობ­და მსა­ხი­ო­ბი ჟურ­ნალ გზას­თან სა­უბ­რი­სას ლონ­დონ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ...

შვილები

"30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ასაკი იყო. მანამდე მაინც სხვა საფიქრალი გაქვს, გართობა, მოგზაურობის სიყვარული, ასევე, კარიერაში წინსვლა.

შეიძლება ამას სახელს არ არქმევდნენ, მაგრამ როდესაც ახალნამშობიარები ქალი დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად, ეს უკვე ნიშნავდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. დედა ეხმარებოდა შვილს ბავშვის გაზრდაში და ქალსაც ჰქონდა საშუალება, ფორმაში რომ ჩამდგარიყო. მე არც ერთი შვილის დაბადების შემდეგ არ მქონია დეპრესია, ძალიან მიყვარს პატარები, განსაკუთრებულად, თოთოები და კარგად მახსენდება ჩემი შვილების გაზრდის პერიოდი.პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე კვირა მარტოები ვიყავით ამერიკაში. გარშემო არავინ არ გვყავდა ოჯახის წევრი. სამშობიაროდან ორი დღის შემდეგ გამწერეს, მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეშველება, ახლა როგორ მოვუვლით ამ პატარა არსებას-მეთქი, მაგრამ ამაზე ფიქრი ცოტა ხანს გაგრძელდა, ძალიან ადვილად ავუღეთ ალღო ყველაფერს და არ გაგვჭირვებია" - ამბობდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.