"ჩემი ყოფილი დედამთილი სამაგალითო ქალია... ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ მე­გუ­ლე­ბა" - მარიკა ბაკურაძე ოჯახის შესახებ - Marao

"ჩემი ყოფილი დედამთილი სამაგალითო ქალია... ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ მე­გუ­ლე­ბა" - მარიკა ბაკურაძე ოჯახის შესახებ

2024-09-26 20:44:15+04:00

"ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ფილ დე­დამ­თილ­თან სა­მა­გა­ლი­თოა. ის სა­მა­გა­ლი­თო ქა­ლია. რამ­დენ­ჯერ და­უ­რე­კავს ვა­ხოს და უთ­ქვამს, დე­და­ჩემს ჩემ­ზე მე­ტად უყ­ვარ­ხარ თუ რა ხდე­ბაო. ჩემი დე­დამ­თი­ლი ნაზი ჭე­დი­აა. ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ მე­გუ­ლე­ბა. სა­კუ­თარ დე­დას არ შე­ვა­და­რებ, ეს უბ­რა­ლოდ არა­რე­ა­ლუ­რია. დედა არის დედა და დედა არის მა­გა­ლი­თი. 18 წე­ლია ამ ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა დღე, რომ ხელ­ცა­რი­ე­ლი დამ­ხვდეს ეს ადა­მი­ა­ნი. რომ იცის, უნდა გა­ვი­ა­რო მან­ქა­ნით, შე­ვირ­ბი­ნო, მე­ლო­დე­ბა უკვე ხა­ჭა­პუ­რით" - ამ­ბობდა მარიკა ბა­კუ­რა­ძე ყოფილი მეუღლის, ვახო სანაიას დედის შესახებ გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი". 

  • „სტუდენტობის პერიოდიდან ვიყავით შეყვარებულები... უფროსი შვილი პირველად ცოტა დაიბნა, როდესაც ვახომ მეორე ცოლი მოიყვანა, შენ ხომ დედაჩვენი იქნებიო“ - მარიკა ბაკურაძე 

მარიკა ბაკურაძე და ვახო სანაია 

მარიკა ბაკურაძე და ვახო სანაია, როგორც წყვილი, საზოგადოებამ 2002 წელს გაიცნო. მაშინ ორივე მათგანი სტუდენტი იყო და უნივერსიტეტში ერთ კურსზე სწავლობდნენ. მოგვიანებით მათი პროფესიული გზაც გადაიკვეთა და ორივე "იმედში" მუშაობდა. დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ვახომ მუშობა "პირველ არხზე" გააგრძელა, წყვილი დაშორდა კიდეც, რის შესახებაც თავდაპირველად ხმამაღლა არ საუბრობდნენ. მარიკასა და ვახოს ორი ქალიშვილი ჰყავთ. 

  • "გელა ჩარ­კვი­ა­ნის­გან ვიცი, რაც უნდა ცუ­დად ვიყო, ვდგე­ბი და საქმეს ვაკეთებო... დედა ყველაფერია" - მარიკა ბაკურაძე უსინათლო დედისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ 

დაშორების შემდეგ ვახომ კიდევ ორჯერ იქორწინა - მეორე ქორწინებაში ერთი, მესამე ქორწინებაშიც ასევე ერთი შვილი შეეძინა. მარიკა ბაკურაძე ვახო სანაიასთან დაშორების შემდეგ აღარ დაოჯახებულა. ამბობს, რომ საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ შვილებთან გულწრფელად საუბრობს და მათ აზრს უსმენს: 

  • „43 კილოგრამი ვარ... სულ დაბალი წნევა მაქვს და ისეთი მისუსტებული ვარ, ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არ ავდგებოდი საწოლიდან“ - მარიკა ბაკურაძე 

"თუ მე მინ­და მათ­გან გულ­წრფე­ლო­ბა, ვი­ცო­დე, რა ხდე­ბა მათ ცხოვ­რე­ბა­ში, მე რო­გო­რი მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მექ­ნე­ბა, თუ მე მათ სი­მარ­თლეს და­ვუ­მა­ლავ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი რამ მომ­ხდა­რა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და მათ სცოდ­ნი­ათ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ვინ­მე მომ­წო­ნე­ბია, მომ­სვლია მე­სი­ჯე­ბი და კომ­პლი­მენ­ტე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის­გან და ამ მე­სი­ჯებს მათ­თან ერ­თად ვკი­თხუ­ლობ. მე რომ ამას ვა­ზი­ა­რებ მათ­თან, მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ მათი მხრი­და­ნაც გულ­წრფე­ლო­ბა იქ­ნე­ბა" - ამ­ბობდა მარიკა გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი".