"ჩემი ურთიერთობა ყოფილ დედამთილთან სამაგალითოა. ის სამაგალითო ქალია. რამდენჯერ დაურეკავს ვახოს და უთქვამს, დედაჩემს ჩემზე მეტად უყვარხარ თუ რა ხდებაო. ჩემი დედამთილი ნაზი ჭედიაა. ასეთი ადამიანი არ მეგულება. საკუთარ დედას არ შევადარებ, ეს უბრალოდ არარეალურია. დედა არის დედა და დედა არის მაგალითი. 18 წელია ამ ოჯახთან ურთიერთობა მაქვს. ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა დღე, რომ ხელცარიელი დამხვდეს ეს ადამიანი. რომ იცის, უნდა გავიარო მანქანით, შევირბინო, მელოდება უკვე ხაჭაპურით" - ამბობდა მარიკა ბაკურაძე ყოფილი მეუღლის, ვახო სანაიას დედის შესახებ გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი".
მარიკა ბაკურაძე და ვახო სანაია
მარიკა ბაკურაძე და ვახო სანაია, როგორც წყვილი, საზოგადოებამ 2002 წელს გაიცნო. მაშინ ორივე მათგანი სტუდენტი იყო და უნივერსიტეტში ერთ კურსზე სწავლობდნენ. მოგვიანებით მათი პროფესიული გზაც გადაიკვეთა და ორივე "იმედში" მუშაობდა. დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ვახომ მუშობა "პირველ არხზე" გააგრძელა, წყვილი დაშორდა კიდეც, რის შესახებაც თავდაპირველად ხმამაღლა არ საუბრობდნენ. მარიკასა და ვახოს ორი ქალიშვილი ჰყავთ.
დაშორების შემდეგ ვახომ კიდევ ორჯერ იქორწინა - მეორე ქორწინებაში ერთი, მესამე ქორწინებაშიც ასევე ერთი შვილი შეეძინა. მარიკა ბაკურაძე ვახო სანაიასთან დაშორების შემდეგ აღარ დაოჯახებულა. ამბობს, რომ საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ შვილებთან გულწრფელად საუბრობს და მათ აზრს უსმენს:
"თუ მე მინდა მათგან გულწრფელობა, ვიცოდე, რა ხდება მათ ცხოვრებაში, მე როგორი მორალური უპირატესობა მექნება, თუ მე მათ სიმართლეს დავუმალავ. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და მათ სცოდნიათ. ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე მომწონებია, მომსვლია მესიჯები და კომპლიმენტები მამაკაცებისგან და ამ მესიჯებს მათთან ერთად ვკითხულობ. მე რომ ამას ვაზიარებ მათთან, მაქვს მოლოდინი, რომ მათი მხრიდანაც გულწრფელობა იქნება" - ამბობდა მარიკა გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი".