ჰომეროსის "ილიადა", რომელიც მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპოსად ითვლება, ასახავს ტროას ომთან დაკავშირებულ ამბებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები ძირითადად მამაც და ძლიერ მამაკაცებს ეძღვნება, ქალებს მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი როლი აკისრიათ, რაც გავლენას ახდენს ომის მიმდინარეობასა და გმირთა ქმედებებზე.
ქალების მნიშვნელობა "ილიადის" სიუჟეტში განსაკუთრებულია იმითაც, რომ ომის დაწყების მთავარი მიზეზი სწორედ ქალის — ელენეს — გატაცება გახდა.
ტროას ომი — ლეგენდის თანახმად, წარმოებდა მცირე აზიაში ტროას წინააღმდეგ აქაველთა გაერთიანებული ძალებით. ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც ტროელმა პარისმა სპარტის მეფე მენელაოსის ცოლი, უმშვენიერესი ელენე გაიტაცა. ელენეს გატაცებამ ბერძნულ სამყაროში დიდი მღელვარება გამოიწვია. შეურაცხყოფილმა მენელაოსმა დახმარება თავის ძმას, მიკენის მბრძანებელ აგამემნონს სთხოვა, რომელიც ბერძენ მეფეებს გაუძღვა ომში.
აქაველთა შორის იყვნენ ბრძენი ნესტორი, ცბიერი ოდისევსი და ბრწყინვალე მეომარი აქილევსი. ტროას ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ბერძნულ მითოლოგიაში, რომელმაც დიდი გავლენა იქონია შემდგომ ლიტერატურასა და კულტურაზე.
ელენეს გატაცება არა მხოლოდ ურთიერთობებს შორის დაძაბულობას აყალიბებს, არამედ იწვევს კონფლიქტს მეფეებსა და დიდებულებს შორის, რაც მთლიანად განსაზღვრავს "ილიადის" ფაბულას.
"ილიადაში" ქალები ხშირად სიმბოლურ როლს ასრულებენ. ისინი ხან მშვიდობისა და ჰარმონიის სიმბოლოები არიან, ხანაც ომის და ძალადობის კატალიზატორები. ელენე, როგორც ქალი, რომელიც ტროას ომის მიზეზია, ტრაგიკული და რთული პერსონაჟია, რომელიც ომის შედეგად შექმნილ ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამასთანავე, მას აწუხებს თავისი პასუხისმგებლობა ომზე და მუდმივად განიცდის, რომ უამრავი მსხვერპლის მიზეზი გახდა.
"ილიადაში" ქალები ხშირად ტყვეებად და ომის ნადავლადაც გვხვდებიან, რაც იმ დროის პატრიარქალურ საზოგადოებაზე მიუთითებს. ბრიზეიდა და ქრისეიდა ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გმირები არიან. ისინი ომის მსხვერპლი გახდნენ, თუმცა მათი ბედ-იღბალი უშუალოდ აისახება გმირების პირად თუ საზოგადო ურთიერთობებზე. ბრიზეიდას წართმევა აქილევსისთვის არა მხოლოდ შეურაცხყოფა იყო, არამედ ეს ნაბიჯი იმ მოტივაციის წყარო გახდა, რამაც მას ომში ჩართულობაზე უარი ათქმევინა, რაც სიუჟეტის ერთ-ერთი კრიტიკული მომენტია.
"ილიადაში" განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ქალებს, როგორც დედებსა და ცოლებს. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი პერსონაჟი ჰეკაბეა, ტროას მეფე პრიამოსის ცოლი და ჰექტორის დედა. ის განიცდის თავისი შვილისა და ქვეყნის მომავალს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დედობის როლს. ამავე კონტექსტში საინტერესოა ანდრომაქე, ჰექტორის ცოლი, რომელიც ქმრისა და შვილის გადარჩენაზეა ორიენტირებული. მისი სცენა ჰექტორთან, სადაც ის ეხვეწება, რომ არ წავიდეს ბრძოლაში, ნათლად გამოხატავს იმ გრძნობების სიღრმეს, რაც ქალებს ამ ეპოქაში ჰქონდათ ომში ჩართული საყვარელი ადამიანების მიმართ.
"ილიადაში" ქალებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ასევე, როგორც ღმერთებს. ქალღმერთი პერსონაჟები, როგორებიცაა ათენა, ჰერა და აფროდიტე, ხშირად ერევიან ადამიანების საქმეებში, განსაზღვრავენ ომის შედეგებს და გმირთა ბედს. ქალღმერთი პერსონაჟები თავიანთი ძალაუფლებით და ჩარევით მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ "ილიადის" განვითარებაზე.
30 სექტემბრიდან ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, ჰომეროსის "ილიადა", "ბიბლუსსა" და პრესის გავრცელების ჯიხურებში დაგხვდებათ!
წიგნი ქართულად თარგმნა ლევან ბერძენიშვილმა. გამოსვლიდან ერთი კვირის მანძილზე, წიგნის სპეციალური ფასი 10 ლარი იქნება.
სერიის მერვე წიგნის ან სრული სერიის გამოწერა შესაძლებელია ვებგვერდიდან, სპეციალურ ფასად https://palitral.ge/subscriptions/81
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322470045
R