თამო ვაშალომიძე fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორ არ მიესალმნენ ქართველი ვარსკვლავები მის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე, სადაც სტუმრად იყვნენ მიწვეულნი:
„სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი ფილმის სპონსორი ვიყავი Tamoskin-ით. ჩვენი კომპანიის მხრიდანაც მოვიწვიეთ საზოგადოება და რა თქმა უნდა, მეორე მხარემაც მოიწვია ვარსკვლავები. ძალიან დამწყდა გული ერთი რამის გამო – ჩვენი მიწვეული სტუმრების გარდა, ჩემი ბრენდი არავინ მონიშნა სოციალურ ქსელებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით სპონსორები და რაც ყველაზე გულდასაწყვეტი იყო, ისაა, რომ არათუ მონიშვნა, ქართველმა ვარსკვლავებმა არც კი იკადრეს, გამარჯობაც კი არ მითხრეს იმ ღონისძიებაზე. მე, ზოგადად, ასეთი მეწვრილმანე არ ვარ, მაგრამ როცა უცხოეთში გადიხარ, ევროპაში მიღებული ხარ და ყველანაირი ლიცენზია გაქვს, გაქვს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, დაუფასებლობა ცუდად გხვდება გულზე, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც გულში წყენას დიდხანს იტოვებს…
რამდენიმე ინფლუენსერმა მომილოცა, მაგრამ იმ ვარსკვლავებს, ვინც ღონისძიებას ესწრებოდა, არაფერი მოუწერიათ და არც მოულოცავთ.
ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ყოველთვის ჩემთვის ვარ და შოუბიზნესის წევრებთან დიდად არ ვმეგობრობ, მაგრამ თუ გამარჯობას არ ამბობ, ჩემ დაფინანსებულ ღონისძიებაზე რატომ მოდიხარ? ეს არის ზრდილობისა და კულტურის ამბავი. ახლა აღარ ვნერვიულობ… ჩავიხედე სარკეში და ჩემს თავს ვუთხარი, თამო, რამდენი რამ გადალახე და ამაზე რატომ უნდა ინერვიულო-მეთქი. ვენეციის კინოფესტივალზე დასწრება მაშინ გეგმაშიც არ იყო.
თამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.
თამო დაქორწინებულია ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.