ანასტასია ხაჩიძე ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას შვილია. ანასტასია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა.
როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს იშვიათად სტუმრობს, თუმცა, ალბათ, ყველას ახსოვს პატარა ანასტასიას სიმღერა: "ყველაზე ლამაზი გოგო ვინ არის? ანასტასია ხაჩიძე..."
ამჯერად ზურა ხაჩიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს და ხათუნა ჟორდანიასა და ანასტასია ხაჩიძის ფოტოებს გვიზიარებს: "ორი ერთნაირი" - წერს ის.
ანასტასია ხაჩიძე
ზურას თქმით, ანასტასიას სახელი გამზრდელი ბებოს პატივსაცემად დაარქვა. ოჯახში ყველაზე პატარა წევრს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზურა მას ყველა სურვილს უსრულებს. სულ ცოტა ხნის წინ ანასტასია ხაჩიძემ სკოლა დაამთავრა და სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, ლონდონში წავიდა.
რამდენიმე წლის წინ ხათუნა ჟორდანიამ ანასტასია ხაჩიძის ესე გამოქვეყნა, რომელიც გოგონამ მას დედის დღეს წაუკითხა - "რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ "ფეისბუქი", უნდა დავდო ანასტასიას ესსე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ ეს უნდა გამეკეთებინა", - წერდა ხათუნა.
"მთელი ჩემი ცხოვრება გმირს ვეძებდი და ბოლოს მივხვდი, რომ ნამდვილი გმირი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. ორი წლის წინ, 2019 წლის ზაფხულში, სკოლის არდადეგები დაიწყო და ჩემი გონება მოიცვა მოგზაურობასა და გართობაზე ფიქრმა. როდესაც ჩანთები ჩავალაგეთ, დედამ თავი ცუდად იგრძნო, განუწყვეტლივ ახველებდა. დედაჩემი ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი იყო, ვისაც კი ვიცნობდი.
ის ავად არასდროს გამხდარა, არასოდეს წასულა ექიმთან. ხველება მეორე დღესაც გაგრძელდა, ჯერ ბათუმში წავედით, ბათუმიდან ახალციხეში, შემდეგ ბაკურიანში, შემდეგ ისევ ბათუმში დავბრუნდით და მისი მდგომარეობა უარესდებოდა. უკვე საკმარისი იყო... ჩემმა დამ მოტყუებით წაიყვანა ექიმთან. შედეგი საშინელი იყო. მახსოვს, ვიდექი ოთახში და ვხედავდი, როგორ იცვლებოდა დედაჩემის სახის გამომეტყველება. სამყარო ამოყირავდა. ვფიქრობდი, თუ რამდენად არ ვიყავი მზად, რომ ის დამეკარგა.
წაიკითხეთ ესსე სრულად