29 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი 24 წლის გახდა. მან მეგობრებისგან თუ გულშემატკივრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის კი გამორჩეული იყო მისი მეუღლის, ელენე ეპიტაშვილის წერილი: "დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო", - წერდა ელენე და გიორგისთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებდა.
გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი
გიორგისა და მისი უმშვენიერესი მეუღლის, ელენე ეპიტაშვილის შესახებ მედია ხშირად წერს. ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო- და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.
ელენე პიტაშვილი წლების მანძილზე თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტო IC Model Management-თან და მათ გვერდზე მშვენიერი მოდელის არაერთ კადრსაც შეხვდებით. განსაკუთრებული იყო ელენეს გამოჩენა ქართველი მუსიკოსის, ნოდიკო ტატიშვილის კლიპში "სიყვარულის გემი".
ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: "შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს. სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც", - ამბობდა გიორგი.
ცოტა ხნის წინ წყვილმა სასიხარული საიხლე გვიზიარა, ისინი პირველ შვილს ელოდებიან, მოგვიანებით სქესის გაგების გრადიოზული ცერემონიაც მოაწყვეს და გაირკვა, რომ ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან.
ცერემონიიდან რამდენიმე დღეში კი წყვილმა ქორწილი გადაიხადა, რომლის შესახებაც მედია დიდი ხნის მანძილზე წერდა.