"ნიჭიერო და მშრომელო გოგო, ძალიან წარმატებული მინდა, რომ იყო" - ანა ტყებუჩავა იუბილარია: როგორ ულოცავენ მსახიობს დაბადების დღეს - Marao

"ნიჭიერო და მშრომელო გოგო, ძალიან წარმატებული მინდა, რომ იყო" - ანა ტყებუჩავა იუბილარია: როგორ ულოცავენ მსახიობს დაბადების დღეს

2024-10-01 10:12:03+04:00

მსახიობი ანი ტყებუჩავა იუბილარია. მსახიობმა დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.

ჩცდ- ს მსახიობები ანის დაბადების დღეს სოციალურ ქსელშიც ულოცავენ.

„გილოცავ ტყებო, ნიჭიერო და მშრომელო გოგო, ძალიან წარმატებული მინდა, რომ იყო“, – წერს ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში. 

  • "რეალურ ცხოვრებაშიც ნინას ვგავარ, ოჯახის წევრებსაც უთქვამთ, შენ აქ სერიალი ხომ არ გგონიაო? - ანა ტყებუჩავა 
  • ქორწინების 11 წლის იუბილე და ოჯახური იდილია: "ნინა" ეკრანს მიღმა 

ანა ტყებუჩავა

12 წე­ლი­წა­დია პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის,  "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟია. მსა­ხი­ობ ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას ზო­გი­ერ­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი, ალ­ბათ, ნი­ნა­საც ეძა­ხის, რად­გან და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობს. სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა უწევს და სე­რი­ა­ლის გულ­შე­მატ­კი­ვარ­მაც დიდი ხა­ნია შე­იყ­ვა­რა. ქუ­ჩა­ში სცნო­ბენ, აჩე­რე­ბენ, ფო­ტოს იღე­ბენ, უღი­მი­ან და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ უყ­ვართ.

სე­რი­ა­ლის მან­ძილ­ზე მის­მა გმირ­მა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გზა გა­ი­ა­რა, არა­ერ­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვა მო­უხ­და. ანა ნი­ნას თა­ნა­უგ­რძნობს, თუმ­ცა რა­ღა­ცებ­შიც არ ეთან­ხმე­ბა.

პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს ამ­ჯე­რად მო­რი­გი ტაიმ-აუ­ტის პე­რი­ო­დი და­უდ­გა. გარ­კვე­უ­ლი დრო­ით არ­ხმა შე­ა­ჩე­რა პრო­ექ­ტი, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი "ჩცდ"-ს ეთერ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ისევ იხი­ლავს. 

2013 წელს ცნობილი გახდა, რომ ანა ტყებუჩავამ საიდუმლოდ იქორწინა. მისი რჩეული კინორეჟისორი ლევან ბარამიძე გახდა. წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს და ბედნიერი ოჯახი აქვს.

"ჩვენც გაგვივლია ზღვარზე, ალბათ, მწვავე შეცდომებსაც ვუშვებთ, მაგრამ მთავარია სურვილი, გქონდეს ოჯახი, შეგეძლოს სიყვარულის გაფრთხილება და ზრუნვა ამ ურთიერთობაზე. ჩვენ გვინდა ერთად ყოფნა, გვიყვარს ერთმანეთი და ვზრუნავთ ჩვენს ურთიერთობაზე", - ამბობდა ანა.