მსახიობი ანი ტყებუჩავა იუბილარია. მსახიობმა დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
ჩცდ- ს მსახიობები ანის დაბადების დღეს სოციალურ ქსელშიც ულოცავენ.
„გილოცავ ტყებო, ნიჭიერო და მშრომელო გოგო, ძალიან წარმატებული მინდა, რომ იყო“, – წერს ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში.
ანა ტყებუჩავა
12 წელიწადია პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" მთავარი პერსონაჟია. მსახიობ ანა ტყებუჩავას ზოგიერთი მაყურებელი, ალბათ, ნინასაც ეძახის, რადგან დამაჯერებლად თამაშობს. საინტერესო როლის შესრულება უწევს და სერიალის გულშემატკივარმაც დიდი ხანია შეიყვარა. ქუჩაში სცნობენ, აჩერებენ, ფოტოს იღებენ, უღიმიან და ეუბნებიან, რომ უყვართ.
სერიალის მანძილზე მისმა გმირმა საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა, არაერთი წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა. ანა ნინას თანაუგრძნობს, თუმცა რაღაცებშიც არ ეთანხმება.
პოპულარულ სერიალს ამჯერად მორიგი ტაიმ-აუტის პერიოდი დაუდგა. გარკვეული დროით არხმა შეაჩერა პროექტი, თუმცა ამბობენ, რომ მაყურებელი "ჩცდ"-ს ეთერში აუცილებლად ისევ იხილავს.
2013 წელს ცნობილი გახდა, რომ ანა ტყებუჩავამ საიდუმლოდ იქორწინა. მისი რჩეული კინორეჟისორი ლევან ბარამიძე გახდა. წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს და ბედნიერი ოჯახი აქვს.
"ჩვენც გაგვივლია ზღვარზე, ალბათ, მწვავე შეცდომებსაც ვუშვებთ, მაგრამ მთავარია სურვილი, გქონდეს ოჯახი, შეგეძლოს სიყვარულის გაფრთხილება და ზრუნვა ამ ურთიერთობაზე. ჩვენ გვინდა ერთად ყოფნა, გვიყვარს ერთმანეთი და ვზრუნავთ ჩვენს ურთიერთობაზე", - ამბობდა ანა.