ოქტომბერი მნიშვნელოვანი ციკლის დასასრულია და თითოეულ ადამიანს აქვს შანსი, წარსულის გამოცდილებიდან რაღაცები ისწავლოს და გადააფასოს.
რა ენერგიულ ძვრებს მოიტანს ეს ახალი მთვარე?
იმის გამო, რომ ოქტომბერში პირველი ახალი მთვარე უნდა მოხდეს სასწორის ქვეშ, კარგი დრო იქნება პრიორიტეტი ბალანსსა და სტაბილურობას მიანიჭოთ. ფოკუსირება მოახდინე სხვებთან ურთიერთობაში სამართლიანობის პოვნაზე.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ოქტომბერს შესაძლოა, მომატებული შფოთვა და ემოციურობა იგრძნოთ და კომუნიკაციაც გაგიჭირდეთ. ამავე დროს მზის წრიული დაბნელებაცაა.
შესაძლოა, ტრანსფორმაცია მრავალი მიმართულებით იგრძნოთ. განსაკუთრებით კი საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ის თვისებები, რომლებიც სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეს პერიოდი თქვენი გამარჯვებების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.
იმის გამო, რომ სასწორს მართავს ვენერა, სილამაზის, სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტა, კარგი დროა კონცენტრაცია მოახდინოთ პირად ურთიერთობებზე.
ურთიერთობების მიღმა, ასევე კარგი დროა ყურადღება გამახვილდეს სილამაზეზე, ვენერას კიდევ ერთ ატრიბუტზე. შეიძლება იფიქროთ დეკორაციის შეცვლაზე, კრეატიული პროექტის დაწყებაზე...
ახალი მთვარე ემთხვევა მზის დაბნელებას
მზის დაბნელება არის ძლიერი ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც აღნიშნავს ცვლილებების, ახალი დასაწყისისა და ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც გაძლიერებულია ახალი მთვარის ენერგიით.
როგორი შეიძლება იყოს ეს თქვენთვის? ერთის მხრივ, ეს შეიძლება ნიშნავდეს ახალ საწყისებს თქვენს ურთიერთობებში. სასწორში მზის დაბნელება მიანიშნებს პარტნიორულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყების დროზე – იქნება ეს რომანტიკული, პროფესიული თუ სოციალური. ამან შესაძლოა ახალი ურთიერთობა შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში, დაგეხმაროს არსებულის წინსვლაში, ან გიბიძგოთ გაუწონასწორებელი ურთიერთობის დასრულებისკენ.