ფრანგული კომპანია შანელის (Chanel) ისტორია იწყება მე–XX საუკუნის დასაწყისიდან. (გაბრიელ კოკო შანელის ბიოგრაფია) მისი სახელი დაკავშირებულია რეალური პიროვნების, კომპანიის დამაარსებლის – გაბრიელ ბონხეერ „კოკო“ შანელის სახელთან.
1910 წელს პარიზში კამბონის ქუჩაზე გაიხსნა პატარა ქუდების ატელიე წარწერით „შანელის მოდები“.
1983 წელს მისი კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფელდი გახდა, რომელიც ამ პოზიციას სიცოცხლის ბოლომდე, 2019 წლამდე იკავებდა. ახლა კი ამ როლს ვირჯინია ვიარდი ირგებს, რომელიც ლაგერფელდის მარჯვენა ხელი იყო და ოცდაათ წელზე დიდხანს თანამშრომლობდა მასთან.
The New York Times-ის 2002 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი დანა თომასი იხსენებს თუ როგორ უთხრა შანელის წინა წლის ოტ კუტიურ ჩვენებაზე ჟერარ ვერთჰაიმერმა, რომ ის და თავისი ძმა ძალიან მოკრძალებულები არიან და ოჯახის წევრები ერთმანეთთან არასდროს ლაპარაკობენ. საზოგადოებისთვის შანელში ვერთჰაიმერების მნიშვნელობაზე კი განაცხადა:
„მთავარი კოკო შანელია. ასევე კარლი და ყველა ვინც შანელში მუშაობს და რაღაცას ქმნის. ეს არ ეხება ვერთჰაიმერებს.“
ამ სტატიაში შანელის მოდის სახლის ყველაზე გამორჩეულ ჩვენებებს წარმოგიდგენთ:
გაზაფხული/ზაფხული 1994 წ
2008 წლის შემოდგომა/ზამთარი
2010 წლის შემოდგომა/ზამთარი
Metiers D'Art 2011 წელი
2012 წლის გაზაფხული/ზაფხული
Couture შემოდგომა/ზამთარი 2013 წ
2015 წლის გაზაფხული/ზაფხული